0 6 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ლონდონში ანტიტერორისტული რეიდის დროს პოლიციამ ქალი დაჭრა

  უამრავი ადამიანი დაშავდა  ლონდონში ანტიტერორისტული რეიდის დროს .

დრამატული ვიდეოკადრების ნახვისას ჩანს, რომ პოლიციის ოფიცრები გასულ ღამეს შეიჭრნენ სომალელი ოჯახის საცხოვრებელ სახლში. ოფიცრებმა კარები შეაღეს და  ბინის პირველ სართულზე შეცვივდნენ. იქ სულ ცოტა 6-ჯერ გაისროლეს. სროლის დროს ჩაიმსხვრა მეორე სართულის ფანჯარაც.

მეზობლები ყვებიან, რომ გაიგონეს ქალის ძალიან ხმამაღალი ყვირილი. რამდენიმე წუთის შემდეგ, პოლიციის მიერ დაჭრილი ქალი საკაცით მიიყვანეს სასწრაფოს მანქანასთან. ის სავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ფაქტს თვითმხილველებიც ჰყავს. ერთ-ერთი თვითმხილვევი ყვება, რომ დაჭრილ ქალს  მედიკოსებმა სამოსი გახადეს  ჭრილობების სანახავად.

სხვა მოწმის თქმით,  ექიმები ქალის დახმარებას ცდილობდნენ, თუმცა ის მათ უყვიროდა, რომ მის სხეულს არ შეხებოდნენ. ექიმებმა მას მუცელი და მკლავი გადაუხვიეს.

რეიდის დროს პოლიციამ  სახლში აიყვანა 16 წლის ბიჭი და 20 წლის გოგონაც. 20 წლის ახალგაზრდა  დააკავეს სახლთან ახლოსაც.

მისტერ ნეილ ბასუ, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის უფროსი კოორდინატორი,  მადლობას უხდის საზოგადოებას დახმარებისა და მხარდაჭერისათვის. ის ამბობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა რამდენად რთულია ბრძოლა. ეს ის საზოგადოებაა, რომელიც ყოველთვის შეებრძოლება ტერორიზმს. მას იმედი აქვს მოქალაქეების სიფრთხილის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები