0 6 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„მის ამერიკამ“ ზურგი მოიშიშვლა - ნანახმა საზოგადოება შოკში ჩააგდო

  "ადვილი არაა დადგე სცენაზე ბიკინში მდიდრულ სანახაობაზე. მე მა ქვს 25 დიუმის სიგრზის ნაწიბური, რომელიც მთლიან ხერხემალზე მიმყვება.

ხალხს შეუძლია დაინახოს ეს? რა თქმა უნდა, შეუძლია."

ვიქტორია გრაჰამი 22 წლის სტუდენტია მერილენდიდან. ის აშშ-ს სილამაზის დედოფალია.

ერთი შეხედვით, ვიქტორია სილამაზის კონკურსის სხვა მონაწილეების მსგავსია, მაგრამ მას აქვს EDS (ელერს-დანლოსის სინდრომი). ამ დაავადებას ახასიათებს ჰიპერელასტიურ კანი. ეს არის იშვიათი გენეტიკური დაავადება, რომელიც გავლენას ახდენს ვიქტორიას დამაკავშირებელ ქსოვილებზე.

ვიქტორია ბავშვობიდან დადიოდა ტანვარჯიშზე და როგორც ის ამბობს ძალიან მოქნილი იყო.მან 10 წლის ასაკში, ტანვარჯიშზე ტრანვა მიიღო და სწორედ მაშინ გააცნობიერა, რომ რაღაც უცნაური ჭირდა: "მე მივიღე ისეთი ტრამვები, რომლებიც არანორმალური იყო."

EDS-ის დიაგნოზის დასმა რთულია, ამიტომ ვიქტორიამ დახარჯა სამი წელი სხვადასხვა ექიმთან სიარულში. საბოლოოდ, მისმა ოჯახმა აღმოაჩინა გენეტიკოსი, რომელმაც ვიქტორიას დიაგნოზი დაუსვა. ამ დროს ის 13 წლის იყო. ვიქტორიას ხერხემალზე 10 ოპერაციის გაკეთება დასჭირდა, რამაც უდიდესი ნაწიბური გაუჩინა.

ვიქტორია დაავადებას მალავდა:"სკოლის დამთავრების შემდეგ, მე ვმალავდი ჩემს დაავადებას. არ მინდოდა სხვებს დაენახათ". მაგრამ მან გააცნობიერა, რომ უფლება ჰქონდა საკუთარ პრობლემაზე ელაპარაკა. ამით ის სხვა ადამიანებსაც დაეხმარებოდა, რომლებიც ამ დაავადებით იტანჯებიან. მიუხედავად იმისა, რომ მან გაასაჯაროვა ინფორმაცია თავისი დაავადბის შესახებ,  მაინც ამბობს:"ყოველთვის ადვილი არაა ამაზე საუბარი. ხანდახან ყველას უნდა, რომ ნორმალური ადამიანივით იცხოვროს. უბრალოდ არ გინდა იყო გოგონა, რომელიც არის სცენაზე და აქვს უდიდესი ნაწიბური."

მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორია 22 წლისაა, მან დაავადებულებისთვის დაარსა მხარდამჭერთა "ზებრა ჯგუფი".

"მე ვხედავ ადამიანებს, რომლებიც იბრძვიან. ვიცი, რომ ძალიან ახალგაზრდა ვარ და კოლეჯში უნდა ვსწავლობდე ამ დროს, მაგრამ თუ არავინ დაეხმარება ამ ადამიანებს, მე ვიქნები ის, ვინც ამას გააკეთებს."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები