0 5 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,65 ქალიც რომ ადანაშაულებდეს, არ აქვს მნიშვნელობა" - ვიქტორ ჯაფარიძე რამიშვილზე

"პოსტივის" მფლობელისთვის შალვა რამიშვილის სექსუალურ ძალადობაში მხილება არაფერს ნიშნავს. პრორუსი დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ამბობს, რომ რამიშვილს 65 ქალიც რომ ადანაშაულებდეს გარყვნილ ქმედებაში სასამართლოს გადაწყვეტილებამდე "ოცნების" პროპაგანდისტის ეთერიდან ჩახსნას არ აპირებს.

დაველოდოთ სასამართლოს და იმის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ლინჩის წესით ხომ არ გავასამართლებთ ადამიანს ახლა. სასამართლოს გადაწყვეტილება არა ამრტო ჩემთვის და შალვასთავის, არამედ ყველასთვის არის გადამწყვეტი.

მის ჩახსნას ეთერიდან არ ვაპირებ. სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ადამიანის გამტყუნება ეს გინდა თუ არა ასე იყო, ჩემთვის მიუღებელია. 

65 ქალიც რომ იყოს არ აქვს მნიშვნელობა, სასამართლო როდესაც მიიღებს გადაწყვეტილებას, მაშინ ვისაუბროთ". - ამბობს ჯაფარიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები