0 5 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში - სხდომათა დარბაზიდან ოპოზიციონერების ნაწილი გააძევეს

საკომიტეტო სხდომიდან ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი გააძევეს, მათ შორის არიან, სალომე სამადაშვილი, გიორგი ვაშაძე, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი ბოტკოველი, თამარ კორძაია და ხათუნა სამნიძე.

თამარ კორძაიას თქმით, დეპუტატები სხდომიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს - დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ. ოპოზიციონერი დეპუტატები რუსულ კანონს აპროტესტებენ.

პარალელურად აქცია მიმდინარეობს საკანონმდებლო ორგანოს გარეთაც.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები