0 5 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კულტურის სამინისტროს გენ.ინსპექცია შევიდა

კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამსახური პრეზიდენტის სასახლეში მივიდა. ადგილზე ისინი ხელოვნების სასახლის თანამშრომლებთან ერთად იმყოფებიან. 

გავრცელებული ცნობით, ისინი ადგილზე  ხელოვნების სასახლის კუთვნილი 5 ნამუშევრის წამოღების მიზნით მივიდნენ.  ნამუშევრები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დროებით უნდა ყოფილიყო განთავსებული.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი გუშინ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა მხატვარ სანდრო სულაბერიძის გარშემო მიმდინარე მოვლენებს. "20 პოლიციის მანქანა ცისფერი გალერიის უკანა ეზოში... მხატვარი ესოდენ საფრთხეს უქმნიდეს სახელმწიფოს???? ცოტა არ იყოს სხვა ეპოქას გვახსენებს და თანამედროვე საქართველოს კი ნამდვილად არცხვენს!"- დაწერა გუშინ სალომე ზურაბიშვილმა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები