0 6 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი - მოვუწოდებ სააკაშვილის მეგობრებს ქვეყნის შიგნით და გარეთ, არ ჩაერიონ სასამართლოს საქმიანობაში

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სააკაშვილის მეგობრებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რომ არ ჩაერიონსასამართლოს საქმიანობაში , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა

„უპირველეს ყოვლისა საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და გადაწყვეტილებები სამართლებრივი პროცედურების მეშვეობით მიიღება. სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას და ყველამ პატივი უნდა სცეს გადაწყვეტილებას. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სააკაშვილის მეგობრებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რომ არ ჩაერიონ სასამართლოს საქმიანობაში. ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს მინიმალური ელემენტარული პრინციპი. ჩვენ ადრე ვხედავდით მცდელობებს ჩარევისა და იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში თავს შეიკავებენ ზედმეტი განცხადებებისა და ზეწოლისგან სასამართლოზე“

„რაც შეეხება აქციების დაანონსებას, ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ აქცია „ქართული ოცნების“ ოფისის წინ და ამ აქციას წესით უნდა დაერწმუნებინა „ნაციონალური მოძრაობა“, რომ ისინი აბსოლუტურად აცდენილი არიან საზოგადოების ინტერესებს. მათი დღის წესრიგი აბსოლუტურად აცდენილია იმ ინტერესს, რომელიც დღეს აქვს საქართველოს და ქართველ ხალხს. ამიტომაცაა, რომ მათ ქართველი ხალხი მუდმივად პასუხს სცემს თავისი დამოკიდებულებით, რომელიც ჩანს სწორედ იმაში, რომ მათ მოწოდებებს ფასი აქვს დაკარგული“

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები