0 6 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მე დავაყენებ ჩემს კანდიდატურას არჩევნებში - გიორგი ჩალაძე მიმართვას ავრცელებს

გიორგი ჩალაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ

"პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს!

 

დრო არ ითმენს. საჭიროა ეფექტური მოქმედება შედეგით - მიშას თავისუფლება.

 

ფაქტია დღემდე ეს ვერ მოხერხდა. ისიც ფაქტია, რომ შესაძლებელის კეთება არ არის საკმარისი.

სასიცოცხლოდ აუცილებელია  მოკლე დროში შედეგის დადება -  მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება!   

 

არ ვაპირებ დროის კარგვას წარსულზე , მას ვერ შევცვლი.   მაგრამ შეგვიძლია მომავალი შევქმნათ ერთად! 

 

ამისთვის კი თავდადებასთან ერთად  უმძიმესი შრომა, უდიდესი  პასუხისმგებლობა,  თანმიმდევრული, ორგანიზებული  და სისტემური მოქმედებაა  საჭირო. 

 

პარტია არის ის ინსტრუმენტი, რომელიც შეუცვლელია ამ ბრძოლაში.

 

მე მზად ვარ ავიღო პასუხისმგებლობა და ჩვენს ერთგულ, მებრძოლ ,  უღალატო ამომრჩეველთან ერთად  მივიყვანო ბრძოლა ბოლომდე, რომელიც დასრულდება  მიშას გათავისუფლებით.

 

მე მჭირდება ყველა თქვენგანის დახმარება ამ საერთო მიზნის მისაღწევად. ხალხის ძალა, იდეის ერთგულება და სიმამაცე , ეს ყველაფერი  ერთად არის გამარჯვების ფორმულა.  .

 

ამიტომ მე დავაყენებ ჩემს კანდიდატურას  არჩევნებში , რომელიც უნდა  ჩატარდეს  ჩვენს გაუტეხელ ამომრჩევლებს შორის აქ და ემიგრაციაში, იმ წესებით და პირობებით, რომელიც ხალხის ნებას უტყუარად ასახავს. მჯერა ამას უზრუნველყოფს პარტიის პოლიტსაბჭო.

 

დრო არ ითმენს. საჭიროა კოორდინირებული მოქმედება დაუყოვნებლივ როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის გარეთ.  მიშა უნდა გათავისუფლდეს! 

 

ჩემთვის ეს არის პროექტი - თავისუფლება მიშას! მჯერა ამ საქმეში ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ ✊."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები