0 7 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

პრაქტიკულად უკვე ვეღარ დადის, მდგომარეობა ყოველ დღე უარესდება – გიული ალასანია სააკაშვილის მდგომარეობაზე

მესამე პრეზიდენტს კლინიკა “ვივა მედში” ისევ დამატებითი კვლევები დაუნიშნეს. კვლევების ჩატარება ხვალ იგეგმება.

მიხეილ სააკაშვილი დღეს დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა. მისი თქმით, სააკაშვილი თავს უკიდურესად სუსტად გრძნობს და გადაადგილება პრაქტიკულად არ შეუძლია. ალტერნატიული კომისიის დასკვნის გამოყენება კი ისევ გადაიდო, ექიმები ამბობენ, რომ მასში ახალი კვლევების შედეგებიც უნდა აისახოს.

“ხვალ ახლა უტარდება კიდევ რაღაც მორიგი გამოკვლევა. და რთულდება იმ მხრივ, რომ იცით რა, სუსტდება ადამიანი, პრაქტიკულად უკვე ვეღარ დადის, ფერი აქვს საშინელი ჩემი თვალით, ყოველ დღე ხდება გაუარესება. არის როგორც ჩანს სხვა მიზეზებიც, რომელიც ალბათ გამოკვლეული არ არის.

რა ვიცი რა ვიფიქრო, საერთოდ რა უნდა ამ ადამიანს ციხეში, დავიწყოთ აქედან, რატომ არის, რატომ არის ადამიანი, რომელმაც ქვეყანა ააშენა, სახელმწიფო და გაუთქვა სახელი მთელ მსოფლიოში, რატომ არის დღეს ციხეში”, – ამბობს გიული ალასანია. 

მესამე პრეზიდენტის ძმა, გიორგი სააკაშვილი ამბობს, რომ ოჯახის მოთხოვნაა რაც შეიძლება მალე მოხდეს შესაბამისი მკურნალობა, რაც საქართველოში ვერ ხერხდება.

“ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ რაც შეიძლება დროზე მოხდეს მისი საზღვარგარეთ, შესაბამის კლინიკაში გადაყვანა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება დროულად დაიდოს დასკვნა, ოჯახი ველოდებით ყოველდღიურ რეჟიმში, მნიშვნელოვანია ამერიკელი ექსპერტების ჩართვაც, რომელსაც ველოდებით უახლოესი დღეების განმავლობაში”, – თქვა გიორგი სააკაშვილმა. 

მიხეილ სააკაშვილი თითქმის სამი თვეა კლინიკაში მკურნალობს. ოჯახიც და ადვოკატებიც ამბობენ, რომ მისი მდგომარეობის გაუმჯობესება ვერ ხერხდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები