0 5 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ქაიან ბელქანიას, რომელის ნიჭიერებამაც მთელი საქართველო აალაპარაკა, კომპიუტერს უყიდიან

9 წლის ქაიან ბელქანიამ, რომელმაც ინტერნეტსივრცე დაიპყრო, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლირა ღურწკაია სახლში ესტუმრნენ და მოისმინეს მისი შეხედულებები ასტრონომიისადმი.

როგორც რესურსცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, სკოლის წერილისა და დამრიგებელ-მასწავლებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მოსწავლის ნიჭიერების შესახებ მონაცემები გადაგზავნილიქნა ივნისის თვეში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში და ელოდებიან შესაბამის რეაგირებას.

შეხვედრისას პატარა ქაიანმა აღნიშნა, რომ მისი ოცნებაა გახდეს კოსმონავტი. 

საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ქაიან ბელქანიას დაპირდა , რომ შეუძენს პერსონალურ კოიმპიუტერს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია კი, სოციალურად დაუცველ ოჯახს გაუწევს ფინანსურ დახმარებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები