0 5 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,სულერთია ამ შემთხვევაში ჩემი გენეტიკური ტესტის შედეგი, ვისაც სომხები ეზიზღება -მე პოლიტიკურად ვიქნები სომეხი... ვისაც აზერბაიჯანელი სძულს, მათთვის ვიქნები აზერბაიჯანელი.."

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში თავისი ეთნიკური წარმომავლობის შესახებ განცხადება გააკეთა. მისი თქმით ის 99%-ით ქართველია, 1%-ით კი ბერძენი. განცხადებას საზოგადოების ნაწილი უარყოფითი კომენტარებით შეხვდა. რის შემდეგაც სააკაშვილმა განმარტება გააკეთა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

განსაკუთრებით ჩასაფრებულ პეროიანებს მინდა ვუთხრა-აბა,თქვენ თავს დაუსვით კითხვა,საიდან გვაქვს ასეთი მყარი ნხარდაჭერა მე და ჩემს პარტიას საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ ჯგუფებში? რაც წინა არჩევნებზეც დაადასტურეს ქართველმა აზერბაიჯანელებმა და ქართველმა სომხებმა....იმიტომ,რომ სულერთია ამ შემთხვევაში ჩემი გენეტიკური ტესტის შედეგი.არაერთხელ მითქვამს და ვადასტურებ მათთვის,ვისაც სომხები ეზიზღება -მე პოლიტიკურად ვიქნები სომეხი...ვისაც აზერბაიჯანელი სძულს,მათთვის ვიქნები აზერბაიჯანელი..მათ ვისაც ებრაელი ეზიზღება,ებრაელად მოვევლინები და ამავე დროს,ყველაზე ქართველად დავრჩები.

უახლეს ისტორიაში არავის გაუკეთბია იმაზე მეტი,ვიდრე ჩემს მთავრობას ეთნიკური ჯგუფებით დასახლებული რეგიონების განვითარებისთვის და საქართველოში ინტეგრაციისთვის.  და ამიტომ,მადლიერმა ხალხმა,მიუხედავად დიდი ზეწოლისა,მაინც მოგვცა ხმა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები