0 6 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბორის აკუნინი პუტინს: “მეცოდებით... კადაფის ბედს არ გისურვებთ, დედას გეფიცებით...”

 მწერალი ბორის აკუნინი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისადმი მიმართვას ავრცელებს. 

"მეცოდებით. ამას ყოველგვარი სარკაზმის გარეშე ვამბობ. არაა აუცილებელი, ნოსტრადამუსი იყო, რომ თქვენი მომავალი იწინასწარმეტყველო.

გარდაუვლად შეიქმნება სიტუაცია, როდესაც ქვედა ფენებს აღარ ენდომებით, ზედები საბოლოოდ გაიხრწნებიან,  ფული კი დამთავრდება. ქვეყანაში არეულობა დაიწყება. 

მაშინ მშვიდობიანად წასვლა უკვე გვიანი იქნება და ცეცხლის გახსნის ბრძანებას გასცემთ. დაიღვრება სისხლი. მაგრამ თქვენ მაინც ჩამოგაგდებენ. 

მუამარ კადაფის ბედს არ გისურვებთ, დედას გეფიცებით.

გასულიყავით განზე, სანამ დროა, ჰა? შესაფერისი საბაბი ყოველთვის მოიძებნება: ჯანმრთელობის პრობლემები, ოჯახური მდგომარეობა, მთავარანგელოზის მოვლენა…

გადაგეცათ მართვის სადავეები მემკვიდრისთვის (სხვაგვარად ხომ არ შეგიძლიათ), ის კი უკვე იზრუნებდა თქვენს მშვიდ სიბერეზე.

წარმოიდგინეთ და აცახცახდით: საყოველთაო ზიზღი, მარტოობა, ხვალინდელი დღის შიში, ტალახში სულ უფრო მეტად ჩაფლობის გარდაუვალობა, საკუთარი თავის სულ უფრო დიდი ნაძირლებით გარემოცვა.

მართლაც გჭირდებათ ეს ყველაფერი?"
ნათარგმნია  http://censoru.net/15399-boris-akunin-obratilsya-k-putinu-zhalko-mne-vas.html მიხედვით

კომენტარები

მსგავსი სიახლეები