1 9 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„გავიღვიძე და საწოლიდან წამოდგომა ვერ შევძელი… ასეთ დროს სიმსივნეს ეჭვობენ ხოლმე” – როგორია სალომე ბაკურაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა

„დღეიდან „მოვიხოდეთ“ და დავბრუნდით. ბოდიში, ხალხო, ვერ გპასუხობდით. სალო უკეთ არის და მალე ისევ იციმციმებს, როგორც ადრე. ძალიან დიდი მადლობა ამდენი ყურადღებისთვის“, – ამის შესახებ მომღერალ სალომე ბაკურაძის მეუღლემ პროდიუსერმა, ლაშა ბასლანძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

მოგვიანებით კი ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ სალომე ბაკურაძემ „ფორტუნასთან” ისაუბრა.

"რამდენიმე დღის წინ გავიღვიძე და საწოლიდან წამოდგომა ვერ შევძელი. ფეხი ძირს ვერ დავადგი. თვალებს ვერ ვახელდი. მქონდა გულის რევის შეგრძნება გამუდმებით. თვალსაც რომ ვხუჭავდი და ვიწექი, მაინც ყველაფერი ტრიალებდა.

ჩემმა დედამთილმა და მეუღლემ დედამიწა გადაატრიალეს და დაუკავშირდნენ ექიმს, რომელიც ამ პერიოდში თურქეთში იმყოფებოდა. თავიდან ცუდი დიაგნოზის მოლოდინი ჰქონდათ, გადამიღეს კატე, ასეთ დროს სიმსივნეს ეჭვობენ ხოლმე, თუმცა არ დადასტურდა. მე, ამ დროს, მართალი გითხრათ, ვერაფერზე ვნერვიულობდი, ისე ცუდად ვიყავი, გავითიშე… ჩემი ოჯახის წევრები ნერვიულობდნენ დიაგნოზზე.

ექიმი ნევროლოგის, ეკა ხარხელის ასისტენტებმა ჩამიტარეს ყველა კვლევა. თვალებს ვერ ვახელდი და ერთ კონკრეტულ ეპიზოდში ლეიკოპლასტირით დამიმაგრეს, რომ გუგები ენახათ… დადგინდა ვესტიბულარული აპარატის ნერვის ანთება. იგივე პრობლემა ჰქონდა, როგორც ვიცი, კახი კალაძეს, მხოლოდ უფრო მეტად რთულ ფორმაში.

ექიმმა მითხრა, რომ ამ დაავადებას როგორც შეუძლია მარტივად „დაგაგდოს“, ისევე სწრაფად შეიძლება გამოჯანმრთელება. ეს საკუთარ თავზე გამოვცადე. დამინიშნეს როგორც მედიკამენტოზური მკურნალობა ჰორმონებით, ტვინის მკვებავებით, ასევე ვარჯიშები, რომელსაც სახლში ვაკეთებ. კონკრეტული მეთოდით მკურნალობენ. ორი-სამი დღე საკმაოდ მძიმე იყო, კოშმარული დღეები გამოვიარე…”, – ამბობს სალომე ბაკურაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები