0 6 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

ყაჩაღობა წყალტუბოს სასურსათო მაღაზიებში - დაკავებულია 2 არასრულწლოვანი

პოლიციამ ორი არასრულწლოვანი ყაჩაღობის ბრალდებით წყალტუბოში დააკავა. 

შსს-ს ინფორმაციით,  2001 წელს დაბადებული ვ. ყ. და 2001 წელს დაბადებული გ. კ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით არიან დაკავებულები.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ნიღბიანი ვ.ყ. და გ.კ. ქალაქ წყალტუბოში, ორ სასურსათო მაღაზიაში შეიჭრნენ და გამყიდველებს დანის მუქარით ფული მოსთხოვეს, თუმცა თანხის წაღება ვერ მოახერხეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა და ნიღბები ნივთმტკიცების სახით ამოიღო,"- ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები