0 5 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საპატრიარქომ მამა გიორგი მამალაძის ოჯახთან პატრიარქის შეხვედრის ამსახველი აუდიო მასალა გაავრცელა

საქართველოს საპატრიარქო მამა გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებთან პატრიარქის შეხვედრის ამსახველ აუდიო მასალას ავრცელებს. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მედიასივრცეში ვრცელდება საუბრის ტენდენციური და დამახინჯებული ვერსია. 

"როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ა.წ. 21 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან და სხვა სასულიერო პირებთან შედგა დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების შეხვედრა. სამწუხაროდ, მედიასივრცეში ვრცელდება საუბრის ტენდენციური და დამახინჯებული ვერსია. გთავაზებთ შეხვედრის სრულ აუდიო ჩანაწერს. მსმენელმა თვითონ განსაჯოს, რა ითქვა და როგორ ითქვა.

"საქართველოს საპატრიარქო კიდევ ერთხელ გამოხატავს გულისტკივილს განვითარებული მოვლენების გამო და ვიმედოვნებთ, სიმართლე მალე დადგინდება," - ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები