0 6 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,შეხვედრას დადებითად ვაფასებ"- მამა გიორგი მამალაძის ოჯახმა საპატრიარქო დატოვა

დეკანოს გიორგი მამალაძის ოჯახმა საპატრიარქო რამდენიმე წუთის წინ დატოვა. მისი ძმის თორნიკე მამალაძის განცხადებით შეხვედრაზე საუბარი უწმინდესთან იწერებოდა. როგორც ბრალდებულის ძმა განმარტავს, საპატრიარქოს წარმომადგენლებმა მათ განუმარტეს, რომ შეხვედრიდან გასვლის შემდეგ შესაძლოა ოჯახს არასწორი ინფორმაცია გაეტანა, შესაბამისად ჩაწერა პრევენციის მიზნით ხორციელდებოდა.

„ჩვენ ტყუილის თქმა არ გვჭირდება. პატრიარქმა დააფიქსირა იგივე პოზიოცია და თქვა, რომ მე მამა გიროგისგან არ მსმენია ცუდიო. ეს ყველაფერი არის საქართველოს დისკრედიტაციის საქმე.  მამა გიორგის დაჭერა საქართველოს დისკრედიტაციისაკენ არის მიმართული . აქედან გამომდინარე ცდილობდნენ პატრიარქის საუბარიც შეეწყვიტათ და სიტყვას აწყვეტინებდნენ. პატრიარქმა დაგვლოცა, ჩვენი სიტყვა მოისმინა, პატრიარქმა ჩემი ინტერვიუ გამახსენა, რომელიც ასავალ-დასავალში დაიბეჭდა. სხვა არაფერი არ უკითხავს ჩემს ინტერვიუსთან დაკავშირებით.

შეხვედრას დადებითად ვაფასებ. ვიტყვი, რომ მამა დავით ჭინჭარაული ცდილობდა, საუბარი შეგვეწყვიტა და „ჩაეკვეხებინა“ თავისი კითხვები. ხელიც კი მომისვა რამდენჯერმე ზურგზე და მითხრა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. პატრიარქმა გაიმეორა პოზიცია, რომელიც გერმანიიდან ჩამოსვლის შემდეგ ჰქონდა. უწმინდესმა დაგვლოცა”,-აცხადებს თორნიკე მამალაძე. 

მამა გიორგი მამალაძის ძმის, თორნიკე მამალაძის განცხადებით, საქართველოს პატრიარქს არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მამა გიორგი მამალაძე ზიარებას უკვე ოთხი თვეა უშედეგოდ ითხოვს.

მისივე განცხადებით, დეკანოზის ოჯახმა სცადა ამ ინფორმაციის ილია მეორისთვის მიწოდება, თუმცა მათ სიტყვა მამა დავით ჯინჭარაულმა შეაწყვეტინა. თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ ჯინჭარაული პატრიარქისთვის ინფომრაციის დამალვას ცდილობდა.

„დავით ჯინჭარაულმა თქვა, რომ ხვალ ზეგ შევალთ და ვაზარებთო, რათა არ გვეთქვა, რომ მამა გიორგი ოთხი თვეა ითხოვს  ზიარებას,“-აცხადებს მამალაძე.

მისივე ინფომრაციით, სრულიად საქართველოს პატრიარქმა დაკავებული დეკანოზის მიმართ მხარდაჭერა მკაფიოდ დააფიქსირა.

„პატრიარქმა ისევ დააფიქსირა და თქვა, რომ ეს ყველაფერი არის საქართველოს დისკრედიტაციისკენ მიმართული  და მე მამა გიორგის ვენდობიო,“-განაცხადა თორნიკე მამალაძემ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები