0 6 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პეტრე კოლხი: "წერტილი დაუსვი ტოქსიკურ ადამიანებს, რომლებიც სულ გარჩევებსა და სიმართლის მტკიცებაში არიან...თუ ჩამოშორდი, მერე მიხვდები, რა ძალით შექმნილ სიმძიმეს და უაზრო თავის ტკივილს დაატარებდი"

“ისედაც ცოტა დრო გრჩება, ქვის წერტილი დაუსვი ტოქსიკურ ადამიანებს, რომლებიც სულ გარჩევებსა და სიმართლის მტკიცებაში არიან.

ვერ წარმოიდგენ, ისე გღლიან და განადგურებენ, სულსაც გიმძიმებენ და მალე დააავადებებსაც გაგიჩენენ.

 

თუ ჩამოშორდი, მერე მიხვდები, რა ძალით შექმნილ სიმძიმეს და უაზრო თავის ტკივილს დაატარებდი…

აი, მაშინ იგრძნობ რა არის ნამდვილი ბედნიერება და სიხარული.

ამის მერე ბევრს შეძლებ, უამრავი რამის გაკეთებას მოასწრებ…

ის დრო, რასაც არაფრის მომცემი "ჭეშმარიტების” მტკიცებაში ფლანგავდი, წიგნებისთვის, საინტერესო ფილმებისთვის, მუსიკის მოსმენისთვის გამოიყენე…

ან უბრალოდ, ძალიან მშვიდად დალიე ყავა და კეთილი, სათნო ფიქრები დესერტად მიაყოლე, მერე სულის ფსკერიდან იგრძნობ ბედნიერების ელემენტებს, თითქოს უმიზეზოს, თითქოს უსახელოს, მაგრამ ყველაზე მთავარს, რაც ძალიან გჭირდებოდა!..” – წერს პეტრე კოლხი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები