0 6 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

რამდენიმე საკითხია, რაზეც მინდა ჩემი პასუხი იყოს საჯაროდ დადებული – ჯაფარიძე მელიას

“ᲨᲔᲜᲡ ᲔᲗᲔᲠᲡ ᲕᲣᲧᲣᲠᲔ ᲙᲕᲔᲡᲘᲢᲐᲫᲔᲡᲗᲐᲜ ᲓᲐ ᲠᲐᲛᲓᲔᲜᲘᲛᲔ ᲡᲐᲙᲘᲗᲮᲘᲐ, ᲠᲐᲖᲔᲪ ᲛᲘᲜᲓᲐ ᲩᲔᲛᲘ ᲞᲐᲡᲣᲮᲘ ᲘᲧᲝᲡ ᲡᲐᲯᲐᲠᲝᲓ ᲓᲐᲓᲔᲑᲣᲚᲘ

ᲘᲛᲘᲢᲝᲛ ᲠᲝᲛ ᲩᲔᲛᲗᲕᲘᲡ ᲔᲠᲗᲘᲐᲜᲝᲑᲘᲡ ᲛᲘᲦᲬᲔᲕᲐ ᲝᲞᲝᲖᲘᲪᲘᲣᲠ ᲤᲚᲐᲜᲒᲖᲔ ᲐᲮᲚᲐ ᲜᲝᲛᲔᲠ ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘ ᲐᲛᲝᲪᲐᲜᲐᲐ, ᲠᲐᲓᲒᲐᲜ ᲘᲕᲐᲜᲘᲨᲕᲘᲚᲘᲡ ᲓᲐᲛᲐᲠᲪᲮᲔᲑᲘᲡ ᲓᲐ ᲐᲛ ᲡᲘᲡᲢᲔᲛᲘᲡ ᲓᲔᲛᲝᲜᲢᲐᲟᲘᲡ ᲡᲮᲕᲐ ᲒᲖᲐᲡ ᲕᲔᲠ ᲕᲮᲔᲓᲐᲕ (ᲓᲐ ᲕᲔᲠᲪ ᲕᲔᲠᲐᲕᲘᲜ ᲛᲐᲜᲐᲮᲔᲑᲡ)

ᲘᲛᲘᲢᲝᲛ ᲠᲝᲛ ᲔᲡ ᲡᲐᲙᲘᲗᲮᲔᲑᲘ, ᲗᲣ ᲓᲐᲠᲩᲐ ᲞᲐᲡᲣᲮᲒᲐᲣᲪᲔᲛᲔᲚᲘ ᲡᲐᲯᲐᲠᲝᲓ, ᲔᲭᲕᲘ ᲛᲐᲥᲕᲡ ᲙᲘᲓᲔᲕ ᲓᲘᲓᲮᲐᲜᲡ ᲘᲢᲠᲘᲐᲚᲔᲑᲡ ᲓᲐ ᲮᲔᲚᲡ ᲨᲔᲛᲘᲨᲚᲘᲡ ᲐᲛ ᲐᲛᲝᲪᲐᲜᲘᲡ ᲨᲔᲡᲠᲣᲚᲔᲑᲐᲨᲘ

ᲘᲛᲘᲢᲝᲛ ᲠᲝᲛ ᲔᲡ ᲡᲐᲙᲘᲗᲮᲔᲑᲘ ᲡᲐᲯᲐᲠᲝᲓ ᲓᲐᲘᲡᲕᲐ ᲓᲐ ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲞᲐᲡᲣᲮᲡ ᲡᲐᲭᲘᲠᲝᲔᲑᲡ

1. ᲠᲐᲛᲓᲔᲜᲯᲔᲠᲛᲔ ᲗᲥᲕᲘ ᲠᲝᲛ ᲠᲝᲓᲔᲡᲐᲪ ᲪᲘᲮᲔᲨᲘ ᲘᲧᲐᲕᲘ, ᲕᲘᲦᲐᲪᲔᲔᲑᲛᲐ ᲕᲐᲭᲠᲝᲑᲐ ᲓᲐᲘᲬᲧᲔᲡ ᲓᲐ ᲞᲐᲠᲚᲐᲛᲔᲜᲢᲨᲘ ᲨᲔᲕᲘᲓᲜᲔᲜᲝ, ᲨᲔᲡᲐᲑᲐᲛᲘᲡᲐᲓ ᲐᲮᲚᲐ ᲜᲓᲝᲑᲘᲡ ᲓᲔᲤᲘᲪᲘᲢᲘᲐᲝ

ᲛᲘᲣᲮᲔᲓᲐᲕᲐᲓ ᲘᲛᲘᲡᲐ ᲠᲝᲛ ᲞᲐᲠᲚᲐᲛᲔᲜᲢᲨᲘ ᲨᲔᲡᲕᲚᲐ ᲩᲔᲛᲘ ᲐᲖᲠᲘᲗᲐᲪ ᲨᲔᲪᲓᲝᲛᲐ ᲘᲧᲝ, ᲮᲔᲚᲘᲡ ᲡᲮᲕᲐ ᲞᲐᲠᲢᲘᲔᲑᲘᲡᲙᲔᲜ ᲒᲐᲨᲕᲔᲠᲐ ᲔᲜᲛ-ᲘᲡ ᲗᲐᲕᲛᲯᲓᲝᲛᲐᲠᲘᲡ ᲛᲮᲠᲘᲓᲐᲜ ᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲘᲐᲜᲘ ᲐᲠ ᲐᲠᲘᲡ. ᲗᲐᲕᲘᲓᲐᲜ ᲑᲝᲚᲝᲛᲓᲔ ᲕᲔᲡᲬᲠᲔᲑᲝᲓᲘ ᲧᲕᲔᲚᲐ ᲛᲝᲚᲐᲞᲐᲠᲐᲙᲔᲑᲘᲡ ᲠᲐᲣᲜᲓᲡ. ᲗᲣ ᲕᲘᲜᲛᲔ ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘ ᲨᲔᲠᲑᲝᲓᲐ ᲞᲐᲠᲚᲐᲛᲔᲜᲢᲨᲘ, ᲔᲡ ᲘᲧᲝ ᲔᲜᲛ-ᲘᲡ ᲗᲐᲕᲛᲯᲓᲝᲛᲐᲠᲔ ᲒᲠᲘᲒᲝᲚ ᲕᲐᲨᲐᲫᲔ, ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲪ ᲛᲐᲨᲘᲜ ᲗᲥᲕᲔᲜᲡ ᲞᲐᲠᲢᲘᲐᲡ ᲬᲐᲠᲛᲝᲐᲓᲒᲔᲜᲓᲐ. ᲔᲡ ᲮᲓᲔᲑᲝᲓᲐ ᲯᲔᲠ ᲙᲘᲓᲔᲕ ᲓᲔᲜᲘᲔᲚᲡᲝᲜᲘᲡ ᲩᲐᲛᲝᲡᲕᲚᲐᲛᲓᲔ, ᲠᲝᲓᲔᲡᲐᲪ ᲛᲝᲚᲐᲞᲐᲠᲐᲙᲔᲑᲔᲑᲘᲡ ᲠᲐᲣᲜᲓᲔᲑᲘ ᲐᲨᲨ-Ს ᲔᲚᲩᲘᲡ ᲠᲔᲖᲘᲓᲔᲜᲪᲘᲐᲨᲘ ᲘᲛᲐᲠᲗᲔᲑᲝᲓᲐ. ᲠᲝᲓᲔᲡᲐᲪ ᲛᲝᲚᲐᲞᲐᲠᲐᲙᲔᲑᲔᲑᲨᲘ ᲩᲐᲔᲠᲗᲝ ᲛᲘᲨᲔᲚᲘ ᲓᲐ ᲠᲐᲣᲜᲓᲔᲑᲛᲐ ᲒᲐᲓᲐᲘᲜᲐᲪᲕᲚᲐ ᲔᲕᲠᲝᲙᲐᲕᲨᲘᲠᲘᲡ ᲛᲘᲡᲘᲘᲡ ᲝᲤᲘᲡᲨᲘ, ᲗᲣ ᲕᲘᲜᲛᲔ ᲐᲮᲓᲔᲜᲓᲐ ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲓᲔᲛᲝᲜᲡᲢᲠᲘᲠᲔᲑᲐᲡ ᲠᲝᲛ ᲛᲖᲐᲓ ᲘᲧᲝ ᲨᲔᲗᲐᲜᲮᲛᲔᲑᲐᲖᲔ ᲮᲔᲚᲘ ᲛᲝᲔᲬᲔᲠᲐ ᲞᲝᲚᲘᲢᲞᲐᲢᲘᲛᲠᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲗᲐᲕᲘᲡᲣᲤᲚᲔᲑᲘᲡ ᲓᲐ 43%-ᲘᲐᲜᲘ ᲓᲐᲗᲥᲛᲘᲡ ᲩᲐᲬᲔᲠᲘᲡ ᲨᲔᲛᲗᲮᲕᲔᲕᲐᲨᲘ, ᲔᲡ ᲘᲧᲝ ᲔᲜᲛ-ᲘᲡ ᲛᲔᲝᲠᲔ ᲬᲐᲠᲛᲝᲛᲐᲓᲒᲔᲜᲔᲚᲘ ᲐᲛ ᲛᲝᲚᲐᲞᲐᲠᲐᲙᲔᲑᲔᲑᲖᲔ, Ქ-ᲜᲘ ᲡᲐᲚᲝᲛᲔ ᲡᲐᲛᲐᲓᲐᲨᲕᲘᲚᲘ.

ᲜᲓᲝᲑᲘᲡ ᲓᲔᲤᲘᲪᲘᲢᲡ ᲠᲐᲪ ᲨᲔᲔᲮᲔᲑᲐ, ᲔᲒ ᲕᲔᲠ ᲘᲥᲜᲔᲑᲐ ᲔᲠᲗᲝᲑᲘᲡ ᲡᲐᲬᲘᲜᲐᲐᲦᲛᲓᲔᲒᲝ ᲡᲔᲠᲘᲝᲖᲣᲚᲘ ᲐᲠᲒᲣᲛᲔᲜᲢᲘ. ᲥᲐᲠᲗᲣᲚ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲣᲠ ᲡᲞᲔᲥᲢᲠᲨᲘ ᲜᲓᲝᲑᲐ ᲐᲠᲪ ᲐᲠᲐᲡᲝᲓᲔᲡ ᲐᲠᲡᲔᲑᲣᲚᲐ. ᲛᲘᲣᲮᲔᲓᲐᲕᲐᲓ ᲐᲛᲘᲡᲐ ᲐᲠᲘᲡ ᲒᲐᲓᲐᲡᲐᲓᲒᲛᲔᲚᲘ ᲜᲐᲑᲘᲯᲔᲑᲘ ᲔᲠᲗᲝᲑᲘᲡᲙᲔᲜ ᲗᲣ ᲠᲐ ᲗᲥᲛᲐ ᲣᲜᲓᲐ ᲒᲣᲚᲬᲠᲤᲔᲚᲐᲓ ᲒᲕᲘᲜᲓᲐ ᲐᲛ ᲥᲕᲔᲧᲜᲘᲡ ᲔᲕᲠᲝᲞᲣᲚᲘ ᲛᲝᲛᲐᲕᲚᲘᲡ ᲒᲐᲓᲐᲠᲩᲔᲜᲐ ᲓᲐ ᲞᲘᲠᲐᲓᲘ ᲐᲜ ᲕᲘᲬᲠᲝᲞᲐᲠᲢᲘᲣᲚᲘ ᲛᲘᲖᲜᲔᲑᲘᲗ ᲐᲠ ᲕᲛᲝᲫᲠᲐᲝᲑᲗ. ᲨᲐᲠᲨᲐᲜ, ᲐᲓᲒᲘᲚᲝᲑᲠᲘᲕᲘ ᲐᲠᲩᲔᲕᲜᲔᲑᲘᲡ ᲬᲘᲜ ᲗᲣ ᲨᲔᲡᲫᲚᲝ ᲔᲜᲛ-ᲛᲐ ᲚᲔᲚᲝᲡᲗᲐᲜ ᲔᲠᲗᲐᲓ ᲬᲘᲜᲐᲡᲐᲐᲠᲩᲔᲕᲜᲝ ᲔᲠᲗᲝᲑᲘᲡ ᲨᲔᲙᲕᲠᲐ, ᲠᲝᲪᲐ ᲚᲔᲚᲝ ᲔᲠᲗᲔᲠᲗᲘ ᲮᲔᲚᲛᲝᲛᲬᲔᲠᲘᲐ 19 ᲐᲞᲠᲘᲚᲘᲡ ᲨᲔᲗᲐᲜᲮᲛᲔᲑᲘᲡ (ᲐᲜᲣ ᲛᲐᲨᲘᲜ ᲒᲐᲓᲐᲘᲚᲐᲮᲐ ᲜᲓᲝᲑᲘᲡ ᲞᲠᲝᲑᲚᲔᲛᲐ), ᲐᲮᲚᲐ ᲠᲐᲢᲝᲛ ᲒᲐᲮᲓᲐ ᲔᲡ ᲓᲐᲣᲫᲚᲔᲕᲔᲚᲘ ᲞᲠᲝᲑᲚᲔᲛᲐ, ᲒᲐᲣᲒᲔᲑᲐᲠᲘᲐ.

2. ᲞᲠᲐᲘᲛᲔᲠᲖᲔ ᲗᲥᲕᲘ, ᲠᲐᲢᲝᲛ ᲣᲜᲓᲐ ᲩᲐᲢᲐᲠᲓᲔᲡ 5 ᲞᲐᲠᲢᲘᲐᲨᲘ ᲓᲐ ᲠᲐᲢᲝᲛ ᲣᲜᲓᲐ ᲔᲗᲥᲕᲐᲡ ᲣᲐᲠᲘ ᲡᲕᲐ ᲞᲐᲠᲢᲘᲔᲑᲡᲝ

ᲐᲠ ᲕᲘᲪᲘ ᲔᲡ ᲡᲐᲓ ᲛᲝᲘᲡᲛᲘᲜᲔ ᲐᲜ ᲬᲐᲘᲙᲘᲗᲮᲔ. ᲛᲔ ᲐᲛ ᲗᲔᲛᲐᲖᲔ ᲕᲘᲡᲗᲐᲜᲐᲪ ᲛᲘᲡᲐᲣᲑᲠᲘᲐ, ᲧᲕᲔᲚᲒᲐᲜ ᲮᲐᲖᲡ ᲕᲣᲡᲕᲐᲛᲗ ᲘᲛᲐᲡ ᲠᲝᲛ ᲞᲠᲐᲘᲛᲔᲠᲘᲡ ᲛᲗᲔᲚᲘ ᲐᲠᲡᲘ ᲘᲛᲐᲨᲘ ᲛᲓᲒᲝᲛᲐᲠᲔᲝᲑᲡ, ᲐᲠᲐᲕᲘᲡ ᲐᲠᲐᲕᲘᲜ ᲒᲐᲓᲐᲣᲬᲧᲕᲘᲢᲝᲡ ᲕᲘᲜ ᲘᲥᲜᲔᲑᲐ ᲗᲐᲛᲐᲨᲨᲘ ᲓᲐ ᲕᲘᲜ ᲗᲐᲛᲐᲨᲒᲐᲠᲔ. ᲮᲐᲚᲮᲘ ᲒᲐᲓᲐᲬᲧᲕᲔᲢᲡ. ᲓᲐ ᲔᲒ ᲐᲠᲘᲡ ᲧᲕᲔᲚᲐᲖᲔ ᲡᲬᲝᲠᲘ ᲒᲖᲐ. ᲐᲡᲔ ᲛᲣᲨᲐᲝᲑᲡ ᲔᲡ ᲡᲘᲡᲢᲔᲛᲐ ᲓᲐᲡᲐᲕᲚᲔᲗᲨᲘ, ᲡᲐᲘᲗᲐᲪ ᲒᲕᲘᲜᲓᲐ (ᲧᲝᲕᲔᲚ ᲨᲔᲛᲗᲮᲕᲔᲕᲐᲨᲘ ᲕᲐᲛᲑᲝᲑᲗ ᲠᲝᲛ ᲒᲕᲘᲜᲓᲐ) ᲡᲘᲐᲠᲣᲚᲘ.

ᲛᲔ ᲮᲐᲖᲡ ᲕᲐᲕᲚᲔᲑ ᲘᲛ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲣᲠ ᲛᲝᲗᲐᲛᲐᲨᲔᲔᲑᲖᲔ, ᲠᲝᲛᲚᲔᲑᲘᲪ ᲓᲦᲔᲡ ᲗᲐᲜᲐᲛᲨᲠᲝᲛᲚᲝᲑᲔᲜ ᲝᲪᲜᲔᲑᲐᲡᲗᲐᲜ ᲓᲐ ᲐᲢᲧᲣᲔᲑᲔᲜ ᲐᲛ ᲥᲕᲔᲧᲜᲘᲡ ᲛᲝᲥᲐᲚᲐᲥᲔᲔᲑᲡ ᲗᲘᲗᲥᲝᲡ ᲘᲕᲐᲜᲘᲨᲕᲘᲚᲗᲐᲜ ᲗᲐᲜᲐᲛᲨᲠᲝᲛᲚᲝᲑᲘᲗ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲔᲚᲘᲐ 12 ᲞᲣᲜᲥᲢᲘᲡ ᲨᲔᲡᲠᲣᲚᲔᲑᲐ. ᲔᲒᲔᲜᲘ ᲐᲠ ᲐᲠᲘᲐᲜ ᲝᲞᲝᲖᲘᲪᲘᲐ. ᲘᲡᲔᲗᲘᲕᲔ ᲡᲘᲡᲢᲔᲛᲘᲡ ᲜᲐᲬᲘᲚᲔᲑᲘ ᲐᲠᲘᲐᲜ ᲠᲝᲒᲝᲠᲪ ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲛᲔ ᲡᲡᲘᲞ-ᲘᲡ ᲗᲐᲜᲐᲛᲨᲠᲝᲛᲔᲚᲘ, ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲪ ᲨᲔᲛᲝᲡᲐᲕᲚᲘᲡ ᲓᲐᲙᲐᲠᲒᲕᲐᲡ ᲣᲤᲠᲗᲮᲘᲡ.

3. ᲗᲥᲕᲘ ᲠᲝᲛ ᲯᲔᲠ ᲐᲓᲠᲔᲐ ᲒᲐᲔᲠᲗᲘᲐᲜᲔᲑᲐᲝ

ᲛᲔ ᲞᲘᲠᲘᲥᲘᲗ ᲛᲒᲝᲜᲘᲐ, ᲓᲐᲒᲕᲘᲐᲜᲔᲑᲣᲚᲘᲐ. ᲝᲞᲝᲖᲘᲪᲘᲣᲠᲘ ᲡᲞᲔᲥᲢᲠᲘ ᲠᲝᲛ ᲔᲠᲗᲘᲐᲜᲘ ᲧᲝᲤᲘᲚᲘᲧᲝ, ᲡᲐᲔᲠᲗᲝ ᲒᲐᲪᲮᲐᲓᲔᲑᲣᲚᲘ ᲛᲘᲖᲜᲔᲑᲘᲗ ᲓᲐ ᲒᲐᲡᲐᲒᲔᲑᲘ ᲑᲠᲫᲝᲚᲘᲡ ᲡᲢᲠᲐᲢᲔᲒᲘᲘᲗ, ᲐᲥᲐᲛᲓᲔ ᲑᲔᲕᲠ ᲠᲐᲛᲔᲡ ᲓᲐᲕᲐᲗᲛᲝᲑᲘᲜᲔᲑᲓᲘᲗ ᲘᲕᲐᲜᲘᲨᲕᲘᲚᲡ. ᲓᲐ ᲡᲐᲜᲐᲛ ᲐᲡᲔᲗᲘ ᲔᲠᲗᲝᲑᲐ ᲐᲠ ᲘᲥᲜᲔᲑᲐ, ᲐᲠᲪ ᲐᲠᲐᲤᲔᲠᲡ ᲓᲐᲗᲛᲝᲑᲡ.

2024-ᲨᲘ ᲓᲐᲘᲧᲔᲑᲐ ᲚᲐᲞᲐᲠᲐᲙᲘ ᲔᲠᲗᲝᲑᲐᲖᲔ, ᲐᲠᲩᲔᲕᲜᲔᲑᲘᲡ ᲬᲘᲜ. ᲝᲦᲝᲜᲓ ᲔᲒ ᲘᲥᲜᲔᲑᲐ ᲧᲐᲚᲑᲘ ᲔᲠᲗᲝᲑᲐ ᲓᲐ ᲛᲐᲒ ᲡᲘᲧᲐᲚᲑᲔᲡ ᲐᲦᲐᲠᲐᲕᲘᲜ ᲭᲐᲛᲡ.

ᲔᲠᲗᲝᲑᲐ ᲐᲠᲘᲡ ᲡᲐᲭᲘᲠᲝ ᲒᲣᲨᲘᲜᲬᲘᲜ. ᲔᲡ ᲔᲡᲛᲘᲡ ᲧᲕᲔᲚᲐᲡ, ᲠᲝᲒᲝᲠᲪ ᲥᲕᲔᲧᲜᲘᲡ ᲨᲘᲒᲜᲘᲗ, ᲘᲡᲔ ᲥᲕᲔᲧᲜᲘᲡ ᲒᲐᲠᲔᲗ, ᲕᲘᲡᲐᲪ ᲘᲕᲐᲜᲘᲨᲕᲘᲚᲘ ᲛᲘᲐᲩᲜᲘᲐ ᲐᲛ ᲥᲕᲔᲧᲜᲘᲡ ᲔᲕᲠᲝᲞᲣᲚᲘ ᲛᲝᲛᲐᲕᲚᲘᲡ ᲒᲖᲐᲖᲔ ᲛᲗᲐᲕᲐᲠ ᲓᲐᲑᲠᲙᲝᲚᲔᲑᲐᲓ.

ᲧᲕᲔᲚᲐ ᲕᲘᲜᲪ ᲐᲛᲘᲡ ᲬᲘᲜᲐᲐᲦᲛᲓᲔᲒ ᲛᲘᲓᲘᲡ, ᲘᲕᲐᲜᲘᲨᲕᲘᲚᲘᲡ ᲬᲘᲡᲥᲕᲘᲚᲖᲔ ᲐᲡᲮᲐᲛᲡ ᲬᲧᲐᲚᲡ ᲓᲐ ᲞᲘᲠᲐᲓ ᲐᲜ ᲞᲐᲠᲢᲘᲣᲚ ᲘᲜᲢᲔᲠᲔᲡᲔᲑᲡ ᲬᲘᲠᲐᲕᲡ ᲒᲐᲛᲐᲠᲯᲕᲔᲑᲘᲡ ᲨᲐᲜᲡᲡ.

4. ᲗᲥᲕᲘ, ᲒᲐᲣᲒᲔᲑᲐᲠᲘᲐ ᲠᲘᲡ ᲒᲐᲠᲨᲔᲛᲝ ᲣᲜᲓᲐ ᲒᲐᲕᲔᲠᲗᲘᲐᲜᲓᲔᲗᲝ

ᲔᲡᲔᲪ ᲞᲘᲠᲘᲥᲘᲗ ᲛᲒᲝᲜᲘᲐ. ᲐᲡᲔ ᲪᲮᲐᲓᲘ ᲡᲐᲔᲠᲗᲝ ᲛᲘᲖᲐᲜᲘ ᲑᲝᲚᲝ 10 ᲬᲚᲘᲡ ᲒᲐᲜᲛᲐᲕᲚᲝᲑᲐᲨᲘ ᲐᲠᲐᲝᲡᲝᲓᲔᲡ ᲧᲝᲤᲘᲚᲐ.

ᲧᲕᲔᲚᲐ ᲕᲗᲐᲜᲮᲛᲓᲔᲑᲘᲗ ᲠᲝᲛ ᲐᲛ ᲥᲕᲔᲧᲜᲘᲡ ᲛᲝᲛᲐᲕᲐᲚᲘ ᲐᲠᲘᲡ ᲔᲕᲠᲝᲞᲐᲨᲘ. ᲕᲗᲐᲜᲮᲛᲓᲔᲑᲘᲗ ᲠᲝᲛ ᲘᲕᲐᲜᲘᲨᲕᲘᲚᲛᲐ ᲓᲐᲒᲕᲮᲘᲐ ᲣᲙᲐᲜ ᲓᲐ ᲓᲐᲒᲕᲐᲙᲐᲠᲒᲕᲘᲜᲐ ᲐᲛ ᲛᲘᲛᲐᲠᲗᲣᲚᲔᲑᲘᲗ ᲬᲘᲜᲡᲕᲚᲘᲡ ᲨᲐᲜᲡᲘ. ᲑᲠᲘᲣᲡᲔᲚᲨᲘ ᲗᲘᲗᲥᲛᲘᲡ ᲓᲐᲠᲬᲛᲣᲜᲔᲑᲣᲚᲘ ᲐᲠᲘᲐᲜ ᲠᲝᲛ ᲐᲠᲐᲜᲐᲘᲠᲘ ᲡᲢᲐᲢᲣᲡᲘ ᲐᲠ ᲒᲕᲔᲥᲜᲔᲑᲐ ᲐᲠᲪ ᲛᲝᲐᲕᲐᲚᲘ ᲬᲚᲘᲡ ᲑᲝᲚᲝᲡ.

ᲐᲛᲐᲖᲔ ᲣᲤᲠᲝ ᲛᲜᲘᲨᲕᲜᲔᲚᲝᲕᲐᲜᲘ ᲡᲐᲔᲠᲗᲝ ᲛᲘᲖᲐᲜᲘ ᲠᲐ ᲨᲔᲘᲫᲚᲔᲑᲐ ᲒᲕᲥᲝᲜᲔᲡ? ᲐᲜ ᲛᲘᲕᲓᲘᲕᲐᲠᲗ ᲔᲕᲠᲝᲞᲘᲡᲙᲔᲜ (ᲓᲐ ᲧᲕᲔᲚᲐ ᲕᲐᲛᲑᲝᲑᲗ ᲠᲝᲛ ᲔᲡ ᲒᲕᲘᲜᲓᲐ) ᲐᲜ ᲕᲠᲩᲔᲑᲘᲗ ᲠᲣᲡᲔᲗᲘᲡ ᲛᲔᲖᲝᲑᲔᲚ ᲭᲐᲝᲑᲐᲓ.

5. ᲗᲥᲕᲘ ᲠᲝᲛ ᲑᲐᲙᲣᲠᲘᲐᲜᲨᲘ ᲨᲔᲛᲗᲮᲕᲔᲕᲘᲗ ᲛᲜᲐᲮᲔ ᲓᲐ ᲑᲔᲕᲠᲘ ᲐᲠᲐᲤᲔᲠᲖᲔ ᲒᲕᲘᲚᲐᲞᲐᲠᲐᲙᲘᲐ

ᲨᲔᲛᲗᲮᲕᲔᲕᲘᲗᲘ ᲠᲐᲜᲐᲘᲠᲐᲓ ᲘᲧᲝ ᲘᲡ ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲐ ᲐᲠ ᲕᲘᲪᲘ. ᲑᲐᲙᲣᲠᲘᲐᲜᲨᲘ ᲩᲐᲛᲝᲕᲔᲓᲘ ᲔᲜᲛ-ᲘᲡ ᲛᲝᲬᲕᲔᲕᲘᲗ, ᲐᲮᲐᲚᲒᲐᲖᲠᲓᲔᲑᲡ ᲡᲣᲠᲗ ᲨᲔᲜᲗᲐᲜ ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲐᲝ. ᲐᲜᲣ ᲗᲥᲕᲔᲜᲡ ᲦᲝᲜᲘᲡᲫᲘᲔᲑᲐᲖᲔ ᲕᲘᲧᲐᲕᲘ ᲡᲞᲘᲙᲔᲠᲐᲓ ᲓᲐ ᲨᲔᲛᲗᲮᲕᲔᲕᲘᲗ ᲠᲝᲒᲝᲠ ᲛᲝᲮᲓᲐ ᲔᲒ?

ᲓᲐᲐᲮᲚᲝᲔᲑᲘᲗ 2 ᲡᲐᲐᲗᲘ ᲕᲘᲚᲐᲞᲐᲠᲐᲙᲔᲗ 40-ᲛᲓᲔ ᲛᲝᲜᲐᲬᲘᲚᲘᲡ ᲬᲘᲜᲐᲨᲔ ᲘᲛᲐᲖᲔ ᲗᲣ ᲡᲐᲓᲐᲐ ᲒᲐᲛᲝᲡᲐᲕᲐᲚᲘ (ᲓᲐ ᲒᲐᲜᲮᲘᲚᲕᲘᲡ ᲔᲠᲗᲐᲓᲔᲠᲗᲘ ᲗᲔᲛᲐ ᲘᲧᲝ ᲝᲞᲝᲖᲘᲪᲘᲣᲠᲘ ᲔᲠᲗᲝᲑᲐ) ᲓᲐ ᲠᲐ ᲓᲐᲑᲠᲙᲝᲚᲔᲑᲔᲑᲘᲐ ᲐᲛ ᲔᲠᲗᲝᲑᲘᲡᲙᲔᲜ ᲒᲖᲐᲖᲔ. ᲧᲕᲔᲚᲐᲤᲔᲠᲘ ᲛᲝᲕᲧᲔᲕᲘ ᲒᲣᲚᲬᲠᲤᲔᲚᲐᲓ ᲠᲐᲡᲐᲪ ᲕᲤᲘᲥᲠᲝᲑᲓᲘ ᲐᲛ ᲝᲠ ᲡᲐᲙᲘᲗᲮᲗᲐᲜ ᲛᲘᲛᲐᲠᲗᲔᲑᲐᲨᲘ, ᲛᲐᲗ ᲨᲝᲠᲘᲡ ᲞᲠᲐᲘᲛᲔᲠᲖᲔᲪ.

6. ᲗᲥᲕᲘ ᲠᲝᲛ ᲞᲠᲐᲘᲛᲔᲠᲘ ᲘᲠᲐᲪᲘᲝᲜᲐᲚᲣᲠᲘᲐ

ᲞᲠᲐᲘᲛᲔᲠᲘ ᲐᲠᲘᲡ ᲚᲘᲓᲔᲠᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲙᲕᲔᲗᲘᲡ, ᲚᲔᲒᲘᲢᲘᲛᲐᲪᲘᲘᲡ ᲛᲘᲦᲔᲑᲘᲡ, ᲐᲮᲐᲚᲘ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲕᲚᲔᲜᲘᲡ ᲓᲐ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐᲨᲘ ᲨᲔᲛᲝᲧᲕᲐᲜᲘᲡ, ᲘᲡᲔᲕᲔ ᲠᲝᲒᲝᲠᲪ ᲔᲠᲗᲝᲑᲘᲡ ᲛᲘᲦᲬᲔᲕᲘᲡ ᲒᲐᲡᲐᲒᲔᲑᲘ, ᲒᲐᲛᲭᲕᲘᲠᲕᲐᲚᲔ ᲓᲐ ᲓᲐᲡᲐᲕᲚᲔᲗᲨᲘ ᲛᲘᲦᲔᲑᲣᲚᲘ ᲒᲖᲐ.

ᲠᲗᲣᲚᲘᲐ, ᲑᲔᲕᲠᲘ ᲓᲔᲢᲐᲚᲘᲐ ᲛᲝᲡᲐᲤᲘᲥᲠᲔᲑᲔᲚ-ᲨᲔᲡᲐᲗᲐᲜᲮᲛᲔᲑᲔᲚᲘ, ᲑᲔᲕᲠᲘ ᲜᲘᲣᲐᲜᲡᲘᲐ ᲒᲐᲡᲐᲗᲕᲐᲚᲘᲡᲬᲘᲜᲔᲑᲔᲚᲘ, ᲑᲔᲕᲠᲘ ᲡᲐᲛᲡᲯᲔᲚᲝᲐ ᲓᲐ Ა.Შ. ᲓᲐ Ა.Შ.

ᲛᲐᲒᲠᲐᲛ ᲘᲠᲐᲪᲘᲝᲜᲐᲚᲣᲠᲘ ᲠᲐᲜᲐᲘᲠᲐᲓ ᲐᲠᲘᲡ ᲠᲝᲪᲐ ᲓᲐᲡᲐᲕᲚᲔᲗᲨᲘ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲣᲠᲘ ᲙᲣᲚᲢᲣᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲣᲧᲝᲤᲔᲚᲘ ᲜᲐᲬᲘᲚᲘᲐ, ᲛᲔ ᲐᲠ ᲛᲔᲡᲛᲘᲡ. ᲘᲥ ᲗᲣ ᲛᲣᲨᲐᲝᲑᲡ, ᲐᲥ ᲕᲔᲠ ᲘᲛᲣᲨᲐᲕᲔᲑᲡ? ᲠᲐᲛᲔ ᲒᲕᲭᲘᲠᲡ ᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲔᲑᲡ?

7. ᲗᲥᲕᲘ ᲠᲝᲛ ᲞᲠᲐᲘᲛᲔᲠᲨᲘ ᲔᲜᲛ-Ს ᲙᲝᲜᲙᲣᲠᲔᲜᲢᲘ ᲐᲠ ᲔᲧᲝᲚᲔᲑᲐᲝ

ᲐᲠ ᲛᲒᲝᲜᲘᲐ ᲐᲛᲐᲨᲘ ᲡᲮᲕᲐ ᲞᲐᲠᲢᲘᲔᲑᲘ ᲓᲐᲒᲔᲗᲐᲜᲮᲛᲝᲜ. ᲔᲒᲠᲔᲪ ᲠᲝᲛ ᲘᲧᲝᲡ, ᲛᲘᲗᲣᲛᲔᲢᲔᲡ ᲠᲐ ᲞᲠᲝᲑᲚᲔᲛᲐᲐ.

8. ᲗᲥᲕᲘ, ᲘᲕᲐᲜᲘᲨᲕᲘᲚᲘᲡ ᲓᲐᲛᲐᲠᲪᲮᲔᲑᲐ ᲒᲕᲘᲜᲓᲐ ᲓᲐ ᲐᲠᲐ ᲕᲘᲦᲐᲪᲔᲔᲑᲘᲡ ᲔᲨᲔᲚᲔᲝᲜᲔᲑᲨᲘ ᲩᲐᲧᲔᲜᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲞᲐᲠᲚᲐᲛᲔᲜᲢᲨᲘ ᲨᲔᲧᲕᲐᲜᲐᲝ

ᲔᲠᲗᲘᲐᲜᲝᲑᲘᲡ ᲒᲐᲠᲔᲨᲔ ᲠᲝᲒᲝᲠ ᲮᲓᲔᲑᲐ ᲘᲕᲐᲜᲘᲨᲕᲘᲚᲘᲡ ᲓᲐᲛᲐᲠᲪᲮᲔᲑᲐ? ᲛᲐᲠᲗᲚᲐ ᲛᲐᲘᲜᲢᲔᲠᲔᲡᲔᲑᲡ, ᲧᲕᲔᲚᲐᲡ ᲐᲛᲐᲡ ᲕᲔᲙᲘᲗᲮᲔᲑᲘ. ᲗᲣ ᲔᲜᲛ-ᲛᲐ ᲘᲪᲘᲗ ᲡᲮᲕᲐ ᲠᲔᲪᲔᲞᲢᲘ, ᲛᲝᲧᲔᲕᲘᲗ ᲡᲐᲯᲐᲠᲝᲓ, ᲘᲥᲜᲔᲑ ᲛᲐᲒ ᲒᲖᲐᲡ ᲒᲐᲕᲧᲕᲔᲗ ᲧᲕᲔᲚᲐ ᲔᲠᲗᲐᲓ.

ᲗᲣ ᲔᲜᲛ ᲤᲘᲥᲠᲝᲑᲗ ᲠᲝᲛ ᲪᲐᲚᲙᲔ ᲘᲗᲐᲛᲐᲨᲔᲑᲗ ᲓᲐ ᲡᲮᲕᲐ ᲝᲞᲝᲖᲘᲪᲘᲣᲠᲘ ᲞᲐᲠᲢᲘᲔᲑᲘᲡ ᲮᲛᲔᲑᲘ ᲗᲥᲕᲔᲜᲡᲙᲔᲜ ᲬᲐᲛᲝᲕᲐ, ᲔᲒᲔᲪ ᲗᲥᲕᲘᲗ. ᲣᲑᲠᲐᲚᲝᲓ ᲔᲒ ᲗᲐᲛᲐᲨᲘ ᲒᲐᲜᲬᲘᲠᲣᲚᲘᲐ, ᲘᲕᲐᲜᲘᲨᲕᲘᲚᲘ ᲗᲥᲕᲔᲜᲖᲔ ᲛᲔᲢᲡ ᲬᲐᲘᲦᲔᲑᲡ ᲐᲥᲔᲗᲐ ᲤᲚᲐᲜᲒᲘᲓᲐᲜ, ᲡᲘᲡᲢᲔᲛᲐᲐ ᲔᲒᲠᲔ ᲛᲝᲬᲧᲝᲑᲘᲚᲘ. ᲝᲦᲝᲜᲓ ᲗᲥᲕᲘᲗ ᲠᲝᲛ ᲒᲐᲡᲐᲒᲔᲑᲘ ᲘᲧᲝᲡ ᲕᲘᲜ ᲘᲑᲠᲫᲕᲘᲡ ᲒᲐᲛᲐᲠᲯᲕᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲓᲐ ᲕᲘᲜ ᲓᲔᲑᲡ ᲤᲡᲝᲜᲡ ᲞᲐᲠᲢᲘᲣᲚ ᲘᲜᲢᲔᲠᲔᲡᲖᲔ.

ᲔᲨᲔᲚᲝᲜᲔᲑᲐᲓ ᲞᲐᲠᲚᲐᲛᲔᲜᲢᲨᲘ ᲨᲔᲧᲕᲐᲜᲐᲡ ᲠᲐᲪ ᲨᲔᲔᲔᲮᲔᲑᲐ, ᲙᲐᲠᲒᲘᲐ ᲗᲣ ᲛᲐᲠᲗᲚᲐ ᲐᲦᲐᲠ ᲐᲞᲘᲠᲔᲑᲗ 2020-ᲘᲡ ᲡᲘᲘᲡ ᲛᲝᲓᲔᲚᲘᲡ ᲒᲐᲛᲔᲝᲠᲔᲑᲐᲡ, ᲝᲦᲝᲜᲓ ᲩᲔᲛᲡᲙᲔᲜ ᲜᲣ ᲒᲐᲛᲝᲘᲨᲕᲔᲠᲗ ᲮᲔᲚᲡ. ᲛᲔ ᲠᲝᲛ ᲛᲐᲒ ᲛᲝᲢᲘᲕᲔᲑᲘᲗ ᲕᲛᲝᲫᲠᲐᲝᲑᲓᲔ, 2012-ᲘᲡ ᲛᲔᲠᲔ ᲒᲐᲓᲐᲑᲛᲣᲚᲐᲓ ᲕᲘᲯᲓᲔᲑᲝᲓᲘ ᲘᲥ, ᲛᲐᲗ ᲨᲝᲠᲘᲡ ᲔᲜᲛ-ᲘᲡ ᲡᲘᲘᲗ.

Პ.Ს. ᲔᲡ ᲧᲕᲔᲚᲐᲤᲔᲠᲘ ᲐᲠ ᲐᲠᲘᲡ ᲞᲠᲝᲑᲚᲔᲛᲐ ᲡᲘᲜᲐᲛᲓᲕᲘᲚᲔᲨᲘ. ᲞᲠᲝᲑᲚᲔᲛᲐ ᲔᲠᲗᲝᲑᲘᲡ ᲡᲣᲠᲕᲘᲚᲘᲡ ᲐᲠ ᲐᲠᲡᲔᲑᲝᲑᲐᲨᲘᲐ, ᲠᲝᲛᲔᲚᲡᲐᲪ ᲐᲡᲮᲘᲕᲔᲑᲡ ᲔᲜᲛ. ᲨᲐᲠᲨᲐᲜ, ᲠᲝᲓᲔᲡᲐᲪ ᲐᲡᲔᲗᲘ ᲡᲣᲠᲕᲘᲚᲘ ᲐᲠᲡᲔᲑᲝᲑᲓᲐ, ᲔᲜᲛ-ᲘᲡ ᲥᲪᲔᲕᲐᲪ ᲘᲧᲝ ᲡᲮᲕᲐᲜᲐᲘᲠᲘ.

Პ.Პ.Ს. ᲛᲔᲡᲐᲛᲔ ᲞᲠᲔᲖᲘᲓᲔᲜᲢᲘᲡ ᲞᲠᲝᲑᲚᲔᲛᲐ ᲒᲕᲘᲓᲒᲐᲡᲝ ᲓᲐ ᲐᲜ ᲡᲐᲐᲙᲐᲨᲕᲘᲚᲡ ᲠᲝᲒᲝᲠ ᲐᲗᲐᲕᲘᲡᲣᲤᲚᲔᲑᲗ ᲗᲣ ᲘᲕᲐᲜᲘᲨᲕᲘᲚᲘ ᲐᲠ ᲓᲐᲛᲐᲠᲪᲮᲓᲐ? ᲓᲐ ᲘᲡᲔᲕ, ᲠᲝᲒᲝᲠ ᲛᲐᲠᲪᲮᲓᲔᲑᲐ ᲔᲠᲗᲝᲑᲘᲡ ᲒᲐᲠᲔᲨᲔ? ᲠᲐᲛᲔ ᲯᲐᲓᲝᲥᲠᲝᲑᲐ ᲘᲪᲘᲗ?”

“გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს, ნიკა მელიას რამდენიმე საკითხზე კითხვები დაუსვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები