0 6 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა პლატფორმაზე მხარს ვუჭერთ უკრაინას - ყველას ამოცანა უნდა იყოს, რომ ამ მომაკვდინებელი ომის რაც შეიძლება მალე შეჩერება მოხდეს

„მთავრობებს და მმართველებს დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ საკუთარი ხალხის წინაშე. მინდა დავადასტურო ჩემი დიდი პატივისცემა ბატონი პრემიერის [ვიქტორ ორბანის] და მისი პოლიტიკის მიმართ. ჩვენც ვაკეთებთ მაქსიმუმს, რათა ჩვენი ქვეყნების და ხალხის ინტერესები დავიცვათ ამ რთულ დროს. ომი უკრაინაში აბსოლუტურად მიუღებელია. ყველა პლატფორმაზე მხარს ვუჭერთ უკრაინას. ჩვენი სურვილია, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს ომი. ჩვენი ამოცანა არ უნდა იყოს ამ ომის გახანგრძლივება, არამედ ყველას ამოცანა უნდა იყოს, რომ ამ მომაკვდინებელი ომის რაც შეიძლება მალე შეჩერება მოხდეს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აისახება ფასებზე, წარმოიშვა კრიზისი ენერგეტიკის სფეროში და ამას სჭირდება ადეკვატური გამკლავება. საქართველო მტკიცედ მიჰყვება თავის გზას, ევროპულ არჩევანს. ჩვენი ეკონომიკა ვითარდება. გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და ჩვენ მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება მალე, კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროპას და ევროპულ სტრუქტურებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები