0 6 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

რაც უფრო უახლოვდება ივანიშვილი სანქციებს, მით მეტად ეშინია, რომ მისივე დაგეშილი, ნაკვები და გაწვრთნილი ძაღლები დაგლეჯენ–ტორესა მოსი

მწერალი ტორესა მოსი თვლის, რომ ივანიშვილის მმართველობის დასასრული ახლოს არის  და ახლა მას ეშინია, რომ სანქციების დაწესების შემთხვევაში მისივე გუნდის წევრები დაგლეჯენ.მისი აზრით, ივანიშვილს მისივე გუნდის წევრები სასტიკად მოექცევიან, როგორც კი არჩევანის წინაშე დადგებიან:

“სატახტოთა თამაშებში იყო ასეთი სცენა. დატყვევებულ სკამზე დაბმულ რამსი ბოლტონს, წლების განმავლობაში მისივე დაგეშილ კაციჭამია ძაღლებთან ტოვებს სანსა სტარკი და ეს ძაღლები საკუთარ პატრონს ნაკუწებად დაგლეჯენ.

რაც უფრო უახლოვდება ბიძინა ივანიშვილი სანქციებს, მით მეტად ეშინია, რომ მისივე დაგეშილი, ნაკვები და გაწვრთნილი ძაღლები, რომლებსაც თავად მისცა ძალაუფლება და სხვების წინააღმდეგ დაგეშა, როგორც კი სანქციებს დაუწესებენ, მასვე დაგლეჯენ.

ამიტომ ახლა პარანოიდულ მდგომარეობაშია. მას ჯერ კიდევ აქვს ძალა და უკიდურესად საშიშია, ამიტომ ახლა მთელი ქართული ოცნება ცდილობს დაუმტკიცოს, რომ მისი ერთგული იქნება. რეალურად კი ამ ხალხს არც ღირებულებები ამოძრავებს, არც ერთგულება, ორადორი ძირითადი ინსტიქტი აქვთ: შიში და ჭამა. ბიძინას ძალა მის რესურსებშია. საკმარისია ივანიშვილი დაასანქცირონ, მომენტალურად დაკარგავს ძალასაც და გავლენასაც.

როგორ გგონიათ რიგითი მდინარაძე, კობახიძე და ა.შ., როდესაც არჩევანის წინაშე დადგებიან აქეთ რესურსებ გამოცლილი ივანიშვილი და იქით ამერიკა-ევროკავშირი, რომელს უფრო დიდ ძალად და რესურსად შეაფასებენ, ბიძინა ივანიშვილს გაჰყვებიან საფლავში?

უცბად აღმოაჩენენ, რომ სახელმწიფოს თავისი ინსტიტუტებით, თუ მას ევროკავშირი და ამერიკა უჭერენ მხარს და უმაგრებენ ზურგს, გაცილებით მეტი ძალა და რესურსი აქვს, ვიდრე სანქცირებულ ივანიშვილს და თავისივე პრობლემებში ახლართულ რუსეთს, რომელსაც ივანიშვილის გადასარჩენად უბრალოდ არ სცალია.

შესაბამისად, ჩვენ შეიძლება ვნახოთ ძალიან სავალალო ფინალი და მერწმუნეთ, ეს ცოფიანი ძაღლები, გაცილებით უფრო სასტიკად მოექცევიან ბიძინა ივანიშვილს, ვიდრე ეს შეიძლება ახლა წარმოგვედგინოს.

ახლა ჩვენ ამ წერილებით და დითირამბებით შეგვიძლია მივხვდეთ რამდენად შეშინებული და კედელთან მიყენებულია ივანიშვილი და რამდენად მოახლოვდა მისთვის ამ ისტორიის დასასრული.

მართალია პროგნოზები უმადური საქმეა, მაგრამ აქვე ვიტყვი ჩემ პროგნოზს, რომ ბიძინას მმართველობის ისტორიის ფინალი, წესით სექტემბერ-ოქტომბერში იქნება. გარდატეხა მოხდება ძალიან სწრაფად და მეტწილად უმტკივნეულოდ და ამით დასრულდება ხანგრძლივი, 30 წლიანი პოსტკოლონიალური პერიოდი საქართველოს ისტორიაში და დაიწყება მართლა დემოკრატიის განვითარების ხანა.“– წერს ტორესა მოსი ფეისბუქზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები