2 0 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მე აქციაზე მოვდივარ ჩემი დიდი ოჯახით, შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად - თამრიკო ჭოხონელიძე

მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე 20 ივნისის აქციაზე ოჯახით მისვლას გეგმავს და ასახელებს იმ ბენეფიტებს, რომლებსაც ევროკავშირის მიღმა დარჩენის შემთხვევაში ვკარგავთ.

“ხვალინდელი 20 ივნისი იქნება სიამაყის და ჩვენი თავმოყვარეობის არ შელახვის დღე. მე, რა თქმა უნდა, მოვდივარ, ჩემი დიდი ოჯახით, შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად და ჩემი ბევრი ახლობელი მოდის ზუსტად ასე, ოჯახებით. თუნდაც იმიტომ, რომ ყველას დავანახოთ ჩვენ რამდენი ვართ და მეორე, ჩვენმა შვილიშვილებმა უნდა დაინახონ, საქართველოსთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. შეიძლება მათ იკითხონ და არც დღესაც არ იციან, რისთვის იდგებიან აქ, მაგრამ აუცილებლად დაამახსოვრდებათ ეს დღე და როდესაც გაცნობიერებულ ასაკში, რატომ იდგნენ ჩვენთან ერთად, კიდევ უფრო მეტად განიმსჭვალებიან პატრიოტული სულისკვეთებით, რასაც ქვეყნის გვერდით დგომა ჰქვია.

ჩვენ ყველა ვსაუბრობთ, თუ რას ვკარგავთ ევროკავშირში შეუსვლელობის შემთხვევაში. ვკარგავთ, ჩვენი მომავალი თაობის თავისუფლებას, განათლებას, კულტურას, ჩვენი ერი ჩვენ თავს ვკარგავთ, საერთოდ, ყველაფერს ვკარგავთ თუ არ შევედით ევროკავშირში”, – აცხადებს თამრიკო ჭოხონელიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები