2 1 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ტექნოლოგიები

სმარტფონისა და კომპიუტერის ერთმანეთთან დაკავშირების უმარტივესი შესაძლებლობა

თუ თქვენი სმარტფონის გამოყენებისას გაქვთ დისკომფორტი და ხვდებით, რომ გაკლიათ გარკვეული ფუნქციები, რომლებიც გაგიადვილებდათ მუშაოების პროცესს; ან თუნდაც   ტელეფონიდან ფოტოებისა და ფაილების გადატანა პერსონალურ კომპიუტერში თქვენთვის დღითიდღე უფრო მომაბეზრებელია, სჯობს პირდაპირ სმარტფონის შეცვლაზე იფიქროთ. 

HUAWEI მომხმარებელს  რამდენიმე ეკრანის კოლაბორაციის ფუნქციას სთავაზობს, მოწყობილობასთან მუშაობის შედეგად  ჩნდება მეტი შესაძლებლობები, კერძოდ, სმარტფონისა და პერსონალური კომპიუტერის დაკავშირების პროცესი მარტივდება და მუშაობა გაცილებით კომფორტული ხდება. 

და მაინც, რომელ რეჟიმში ხორციელდება მრავალეკრანული კოლაბორაცია?

მომხმარებელი ყოველდღიურ რეჟიმში, ყველაზე ხშირად, ფაილების ინტერაქტიული გადაცემის რეჟიმს იყენებენ, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ფოტოების, ფაილებისა და ვორდის დოკუმენტების გაგზავნა. მრავალეკრანული კოლაბორაციის შემთხვევაში, დოკუმეტების გადატანა ლეპტოპებსა და HUAWEI-ს სმარტფონებს შორის გაცილებით მარტივად, ფაილის „აღებისა“ და „ჩაგდების“ საშუალებით ხდება (Drag&drop). აღსანიშნავია, რომ ტრანსფერები მყისიერია და გადაცემული ფაილის ზომაზე შეზღუდვები არ არსებობს.

სპეციალისტების გათვლებით, გავიდა ის დრო, როდესაც მომხმარებელს ლეპტოპისა და მობილური ტელეფონის დაკავშირებისას, გარკვეული სამუშაოების შესასრულებლად, მეტი ძალიასხმევა სჭირდებოდა, რაც  ხელს უშლიდა მის პროდუქტიულობას. ამის ნაცვლად, დღეს უკვე გაცილებით მარტივად შეუძლია წვდომა სმარტფონზე პერსონალური MateBook-ის საშუალებით. HUAWEI-ს MateBook-ი, რომელიც აღჭურვილია Huawei Share OneHop-ით, მომხმარებელს, ანდროიდისა და windows-ის ოპერაციულ სისტემებს შორის უკაბელო კავშირს სთავაზობს. კავშირის დასამყარებლად, მხოლოდ უნდა შეეხოთ სმარტფონის ან MateBook-ის NFC არეალს. ამის შემდეგ, მომხმარებელს შეუძლია გადაიტანოს ან გააზიაროს კონკრეტული ფაილი ერთი მოწყობილობიდან მეორეზე, რომლის განხორციელებაც უმარტივესია.

ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ HUAWEI 35-ზე მეტი მოდელისთვის  EMUI 10-ის განახლებას გეგმავს, რაც 150 მილიონამდე მომხმარებელს განახლებული და უკეთესი მახასიათებლების მქონე  სისტემით სარგებლობის საშუალებას მისცემს. . 

HUAWEI -ის მობილური სერვისების ეკოსისტემა სწრაფად განვითარდა და პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. კომპანიამ უკვე  მოიზიდა 1.07 მილიონზე მეტი რეგისტრირებული დეველოპერი მთელი მსოფლიოდან. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები