0 1 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საფრანგეთის ციხიდან პატიმარი ვერტმფრენით გაიქცა

თავდამსხმელი რეციდივისტი რედუან ფაიდი, რომელიც ყაჩაღური თავდასხმისთის 25 წლიან სასჯელს იხდიდა, საფრანგეთის ციხიდან ვერტმფრენის დახმარებით გაიქცა. ამის შესახებ გამოცემა „Parisien“ იუწყება.

დამნაშავე პარიზის მახლობლად მდებარე ციხიდან დილით გაიქცა. გავრცელებული ინფორმაციით, მას სამი შეიარაღებული თანამზრახველი ეხმარებოდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ფაიდმა კი საპატიმრო დაწესებულება იმ ვერტმფრენით დატოვა, რომელიც ბელგიაშია დარეგისტრირებული.

მოგვიანებით, აღნიშნული ვერტმფრენი საფრანგეთის სხვა ქალაქში დამწვარი აღმოაჩინეს.

ხუთი წლის წინ აღნიშნული პირი ციხიდან კედლის აფეთქების შედეგად გაიქცა და თან მძევლად დაწესებულების თანამშრომლებიც აიყვანა.

.interpressnews.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები