მსოფლიო
ცხინვალში ალა ჯიოევას მომხრეთა დაპატიმრებებს ელოდებიან
2011-11-30 16:00:54
ჩამოტვირთვა
ცხინვალში დღეს ალა ჯიოევას მომხრეთა დაპატიმრებებს ელოდებიან, - ამის შესახებ ჯიოევას შტაბის ყოფილმა უფროსმა მიხეილ ხანიკაევმა განაცხადა.
"არის ინფორმაცია, რომ ეს ვიქნებით მე, ბარანკევიჩი და ქელეხსაევი", - განაცხადა ხანიკავემა.
მისივე თქმით, ჯიოევას მომხრეთა მიტინგები გაიმართება როგორც ცხინვალში, ისე ყველა რაიონში.
"ჩვენ გამოვალთ მოედანზე და მოითხოვთ, ჩვენთან გამოვიდნენ პრეზიდენტი, უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე და პარლამენტარები", - განაცხადა ხანიკაევმა.
უშიშროების დე-ფაქტო კომიტეტში კი აცხადებენ, რომ დღეისთვის დაგეგმილ საპროტესტო აქციებს ხელს არ შეუშლიან, თუ მომიტინგეები სამართალს არ დაარღვევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შესაბამისი ზომები იქნება მიღებული.
კომენტარები