0 9 : 0 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

თბილისობის ღონისძიება წელს გაუქმებულია

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ეპიდვითარებიდან გამომდინარე, წელს „თბილისობა” არ გაიმართება.

როგორც კალაძემ დღეს დედაქალაქის მერიის სხდომაზე განაცხადა, ღონისძიებები ლაივრეჟიმში ჩატარდება და მოსახლეობას ტელევიზორით შეეძლებათ ყურება.

„თქვენ ყველამ იცით, რომ „თბილისობა” არის ოქტომბრის თვის პირველ შაბათ-კვირას და არსებული რეალობიდან გამომდინარე, მოგვიწევს ამ ღონისძიებების გადადება. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობა და შესაბამისად, „თბილისობის” ღონისძიებები იქნა გაუქმებული. ჩვენ გვექნება კულტურის სამსახურთან მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ დავგეგმოთ კონცერტები მხოლოდ ლაივრეჟიმში"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები