0 8 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ირაკლი კობახიძე პრეზიდენტს - თქვენ „პატარა კაცები“ უწოდეთ იმ ადამიანებს, რომელმაც თქვენი პრეზიდენტობა უზრუნველყვეს, ჩაგენაცვლნენ ბილბორდებზე - რატომ? იმიტომ რომ არავის უნდოდით პრეზიდენტად

ამ ქალბატონს „პატარა კაცი“ გვარამიასთვისაც კი არ უწოდებია - აქ ჩანს, სად დგას ეს ადამიანი - კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ - თქვენ „პატარა კაცები“ უწოდეთ იმ ადამიანებს, რომელმაც თქვენი პრეზიდენტობა უზრუნველყვეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის განხილვა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გამხდარიყო. კობახიძის შეფასებით, ხალხმა სალომე ზურაბიშვილს მხარი იმიტომ დაუჭირა, რომ „ნაციონალი“ პრეზიდენტი არ უნდოდათ.

„სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი აკეთებს განცხადებებს, რომელიც არის აბსოლუტურად ზრდილობას გაცდენილი, არც მეტი არც ნაკლები. მე მინდა შეგახსენოთ, რომ რამდენიმე დღის წინ ხალხის მიერ არჩეული დეპუტატების მიმართ სალომე ზურაბიშვილმა გამოიყენა სიტყვები „პატარა კაცები“. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ამ ქალბატონს „პატარა კაცი“ გვარამიასთვის კი არ უწოდებია თავის დროზე, როდესაც ის მას რეზიდენტად მოიხსენიებდა. უფრო მეტიც, ეს კაცი მერე შეიწყალა. ეს მართლა პატარა კაცი ამ ქალბატონმა შეიწყალა. ის პატარა კაცი, რომელიც სალომე ზურაბიშვილს უწოდებდა რეზიდენტს და დანარჩენს აღარ გავიმეორებ. აქ ხომ ჩანს რეალურად, რაშიც არის საქმე, სად არის ეს ადამიანი პოლიტიკურად - იქ, სადაც არ შეიძლება ღირსეული ქართველის ყოფნა - კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ ყოფნა, იქ არის ზუსტად სალომე ზურაბიშვილი და ეს არის ამ არათანმიმდევრულობის მიზეზი. თქვენ „პატარა კაცები“ უწოდეთ იმ ადამიანებს, რომელმაც თქვენი პრეზიდენტობა უზრუნველყვეს. ჩაგენაცვლნენ ბილბორდებზე ადამიანები, რატომ? იმიტომ რომ არავის უნდოდით პრეზიდენტად. არც პირველ ტურში არც მერე ტურში. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ გამხდარიყავით პრეზიდენტი. პატივი ვეცით თქვენი წინაპრების წარსულს სხვადასხვა გარემოებას და დღეს სადაც ხართ, კი ვხედავთ,“ - განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები