1 1 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“რუსული კანონი, მართალია, ფორმალურად მიღებული არაა, მაგრამ რეალურად ასე აღსრულდება ”- გვარამია

SISTEMA STRIKES BACK”

ᲛᲘᲢᲘᲜᲒᲘᲡ ᲓᲐᲠᲑᲔᲕᲘᲡᲐᲡ ᲛᲝᲚᲐᲞᲐᲠᲐᲙᲔ ᲣᲡᲣᲚᲝ ᲮᲛᲐ ᲒᲐᲜᲛᲔᲝᲠᲓᲐ ᲣᲐᲠᲔᲡᲘ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘᲗ: “ᲓᲐᲘᲨᲐᲚᲔᲗ, ᲬᲘᲜᲐᲐᲦᲛᲓᲔᲒ ᲨᲔᲛᲗᲮᲕᲔᲕᲐᲨᲘ ᲗᲥᲕᲔᲜᲡ ᲬᲘᲜᲐᲐᲦᲛᲓᲔᲒ ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲥᲜᲔᲑᲐ ᲙᲐᲜᲝᲜᲘᲗ ᲒᲐᲗᲕᲐᲚᲘᲡᲬᲘᲜᲔᲑᲣᲚᲘ ᲓᲐ ᲒᲐᲣᲗᲕᲐᲚᲘᲡᲬᲘᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲖᲝᲛᲔᲑᲘ” – ᲔᲡ ᲒᲕᲘᲗᲮᲠᲐ ᲓᲦᲔᲡ ᲙᲝᲑᲐᲮᲘᲫᲔᲛ ᲓᲐ ᲒᲣᲨᲘᲜᲬᲘᲜ ᲦᲐᲠᲘᲑᲐᲨᲕᲘᲚᲛᲐ, ᲠᲐᲪ ᲡᲐᲑᲝᲚᲝᲝᲓ ᲞᲐᲠᲚᲐᲛᲔᲜᲢᲘᲡ ᲬᲘᲜ ᲮᲔᲚᲘᲡᲣᲤᲚᲔᲑᲘᲡ ᲛᲘᲔᲠ ᲛᲝᲑᲘᲚᲘᲖᲔᲑᲣᲚᲘ ᲑᲠᲑᲝᲡ ᲛᲘᲔᲠ ᲔᲕᲠᲝᲙᲐᲕᲨᲘᲠᲘᲡ ᲓᲠᲝᲨᲘᲡ ᲓᲐᲬᲕᲘᲗ ᲓᲐᲡᲠᲣᲚᲓᲐ. ᲔᲡ ᲧᲝᲕᲔᲚᲘᲕᲔ, ᲪᲮᲐᲓᲘᲐ, ᲔᲕᲠᲝᲞᲐᲠᲚᲐᲛᲔᲜᲢᲨᲘ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲖᲔ ᲓᲦᲔᲡ ᲒᲐᲡᲐᲛᲐᲠᲗ ᲓᲔᲑᲐᲢᲔᲑᲡ ᲨᲔᲒᲜᲔᲑᲣᲚᲐᲓ ᲓᲐᲐᲛᲗᲮᲕᲘᲔᲡ.

ᲡᲬᲝᲠᲔᲓ ᲓᲦᲔᲡ ᲓᲐ ᲐᲠᲐ ᲗᲣᲜᲓᲐᲪ ᲠᲣᲡᲣᲚᲘ ᲙᲐᲜᲝᲜᲘᲡ ᲛᲘᲦᲔᲑᲘᲡᲐᲡ, ᲦᲘᲐᲓ ᲓᲐ ᲝᲤᲘᲪᲘᲐᲚᲣᲠᲐᲓ ᲠᲣᲡᲣᲚᲘ ᲡᲢᲘᲚᲘᲡ ᲓᲐ ᲠᲣᲡᲣᲚᲘ ᲝᲠᲘᲔᲜᲢᲐᲪᲘᲘᲡ ᲐᲕᲢᲝᲠᲘᲢᲐᲠᲣᲚᲘ ᲛᲛᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲑᲐ. ᲠᲣᲡᲣᲚᲘ ᲙᲐᲜᲝᲜᲘᲡ ᲩᲐᲒᲓᲔᲑᲐ ᲐᲠ ᲧᲝᲤᲘᲚᲐ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲣᲠᲘ ᲒᲐᲜᲡᲯᲘᲡ ᲠᲐᲪᲘᲝᲜᲐᲚᲣᲠᲘ ᲨᲔᲓᲔᲒᲘ, ᲐᲠᲐᲛᲔᲓ “ᲠᲔᲞᲢᲘᲚᲘᲣᲠᲘ ᲢᲕᲘᲜᲘᲡ” ᲘᲠᲐᲪᲘᲝᲜᲐᲚᲣᲠᲘ ᲞᲐᲜᲘᲙᲣᲠᲘ ᲠᲔᲐᲥᲪᲘᲐ. ᲙᲐᲜᲝᲜᲘ, ᲛᲐᲠᲗᲐᲚᲘᲐ, ᲤᲝᲠᲛᲐᲚᲣᲠᲐᲓ ᲛᲘᲦᲔᲑᲣᲚᲘ ᲐᲠᲐᲐ, ᲛᲐᲒᲠᲐᲛ ᲠᲔᲐᲚᲣᲠᲐᲓ ᲐᲦᲡᲠᲣᲚᲓᲔᲑᲐ.

 ᲐᲦᲡᲠᲣᲚᲓᲔᲑᲐ “ᲪᲝᲤᲘᲐᲜᲘ” ᲐᲜᲢᲘᲓᲐᲡᲐᲕᲚᲣᲠᲘ ᲞᲠᲝᲞᲐᲒᲐᲜᲓᲘᲗ;

 ᲐᲦᲡᲠᲣᲚᲓᲔᲑᲐ ᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲔᲑᲠᲘᲕᲘ ᲓᲐ ᲔᲥᲡᲢᲠᲐᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲔᲑᲠᲘᲕᲘ, ᲫᲐᲚᲐᲓᲝᲑᲠᲘᲕᲘ ᲓᲐ ᲐᲠᲐᲫᲐᲚᲐᲓᲝᲑᲠᲘᲕᲘ, ᲤᲐᲠᲣᲚᲘ ᲓᲐ ᲦᲘᲐ ᲠᲔᲞᲠᲔᲡᲘᲔᲑᲘᲗ;

 ᲐᲦᲡᲠᲣᲚᲓᲔᲑᲐ ᲛᲔᲓᲘᲐ-ᲪᲔᲜᲖᲣᲠᲘᲗ ᲓᲐ ᲛᲔᲓᲘᲘᲡ ᲓᲐᲮᲣᲠᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲓᲐᲞᲘᲠᲘ ᲓᲐ ᲐᲠᲐᲞᲘᲠᲓᲐᲞᲘᲠᲘ (ᲛᲐᲒᲐᲚᲘᲗᲐᲓ, “ᲡᲐᲒᲐᲓᲐᲡᲐᲮᲐᲓᲝ ᲨᲔᲛᲝᲬᲛᲔᲑᲔᲑᲘᲡ ᲗᲣ ᲡᲞᲝᲜᲡᲝᲠᲔᲑᲖᲔ ᲣᲛᲫᲘᲛᲔᲡᲘ ᲖᲔᲬᲝᲚᲘᲡ) ᲒᲖᲔᲑᲘᲗ;

 ᲐᲦᲡᲠᲣᲚᲓᲔᲑᲐ ᲡᲐᲞᲠᲝᲢᲔᲡᲢᲝ ᲛᲝᲫᲠᲐᲝᲑᲘᲡ ᲪᲐᲚᲙᲔᲣᲚᲘ ᲬᲔᲕᲠᲔᲑᲘᲡ ᲗᲣ ᲞᲠᲝᲢᲔᲡᲢᲘᲡ ᲗᲐᲜᲐᲛᲒᲠᲫᲜᲝᲑᲘ ᲞᲘᲠᲔᲑᲘᲡ ᲐᲓᲛᲘᲜᲘᲡᲢᲠᲐᲪᲘᲣᲚᲘ ᲓᲐᲙᲐᲕᲔᲑᲔᲑᲘᲗ ᲓᲐ ᲡᲘᲡᲮᲚᲘᲡ ᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲘᲡ ᲡᲐᲥᲛᲔᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲙᲔᲠᲕᲘᲗᲐ ᲓᲐ ᲓᲐᲞᲐᲢᲘᲛᲠᲔᲑᲔᲑᲘᲗ;

 ᲐᲦᲡᲠᲣᲚᲓᲔᲑᲐ ᲡᲐᲮᲔᲚᲛᲬᲘᲤᲝ ᲒᲐᲓᲐᲢᲠᲘᲐᲚᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲥᲛᲔᲔᲑᲘᲗ ᲓᲐ “ᲐᲦᲘᲐᲠᲔᲑᲔᲑᲘᲗ”;

 ᲐᲦᲡᲠᲣᲚᲓᲔᲑᲐ “ᲡᲐᲢᲐᲜᲘᲡᲢᲔᲑᲘᲡ” ᲓᲐ “ᲔᲥᲡᲢᲠᲔᲛᲘᲡᲢᲔᲑᲘᲡ” ᲛᲘᲔᲠ ᲛᲝᲧᲝᲚᲘᲚᲘ “ᲡᲐᲖᲐᲠᲐᲚᲘ ᲐᲛᲑᲔᲑᲘᲗ”;

 ᲐᲦᲡᲠᲣᲚᲓᲔᲑᲐ ᲤᲐᲠᲣᲚᲘ ᲕᲘᲓᲔᲝ ᲓᲐ ᲐᲣᲓᲘᲝ ᲩᲐᲜᲐᲬᲔᲠᲔᲑᲘᲗ, ᲛᲐᲗ ᲨᲝᲠᲘᲡ, ᲞᲘᲠᲐᲓᲘ ᲮᲐᲡᲘᲐᲗᲘᲡ, “ᲠᲔᲞᲣᲢᲐᲪᲘᲘᲡ ᲨᲔᲛᲚᲐᲮᲐᲕᲘ” ᲗᲣ “ᲓᲐᲜᲐᲨᲐᲣᲚᲔᲑᲘᲡ ᲛᲐᲛᲮᲘᲚᲔᲑᲔᲚᲘ” ᲛᲢᲙᲘᲪᲔᲑᲣᲚᲔᲑᲔᲑᲘᲗ;

 ᲐᲦᲡᲠᲣᲚᲓᲔᲑᲐ ᲢᲝᲢᲐᲚᲣᲠᲘ ᲬᲛᲔᲜᲓᲘᲗ ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲐᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲨᲘ ᲓᲐ ᲙᲣᲚᲢᲣᲠᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲒᲐᲜᲐᲗᲚᲔᲑᲘᲡ ᲡᲤᲔᲠᲝᲔᲑᲨᲘ;

 ᲐᲦᲡᲠᲣᲚᲓᲔᲑᲐ ᲙᲔᲠᲫᲝ ᲣᲜᲘᲕᲔᲠᲡᲘᲢᲔᲢᲔᲑᲘᲡ ᲓᲐᲮᲣᲠᲕᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲐᲠᲐᲡᲐᲛᲗᲐᲕᲠᲝᲑᲝ ᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲔᲑᲘᲡ ᲓᲐᲜᲐᲨᲐᲣᲚᲔᲑᲠᲘᲕ ᲐᲜᲢᲘᲡᲐᲮᲔᲚᲛᲬᲘᲤᲝ ᲥᲛᲔᲓᲔᲑᲔᲑᲨᲘ ᲓᲐᲓᲐᲜᲐᲨᲐᲣᲚᲔᲑᲘᲗ ᲓᲐ ᲛᲐᲗᲘ ᲪᲐᲚᲙᲔᲣᲚᲘ ᲬᲔᲕᲠᲔᲑᲘᲡ ᲡᲘᲡᲮᲚᲘᲡ ᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲘᲡ ᲞᲐᲡᲣᲮᲘᲡᲒᲔᲑᲐᲨᲘ ᲛᲘᲪᲔᲛᲘᲡ ᲛᲪᲓᲔᲚᲝᲑᲘᲗ;

 ᲐᲦᲡᲠᲣᲚᲓᲔᲑᲐ ᲐᲒᲠᲔᲡᲘᲣᲚᲘ ᲙᲝᲝᲞᲢᲐᲪᲘᲘᲗ ᲛᲝᲡᲧᲘᲓᲕᲘᲡ, ᲒᲐᲓᲐᲑᲘᲠᲔᲑᲘᲡ, ᲨᲐᲜᲢᲐᲟᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲛᲣᲥᲐᲠᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲗ;

 ᲐᲦᲡᲠᲣᲚᲓᲔᲑᲐ ᲓᲐᲡᲐᲕᲚᲔᲗᲘᲡ ᲦᲘᲐ ᲓᲐᲒᲛᲝᲑᲘᲗᲐ ᲓᲐ ᲛᲘᲡᲒᲐᲜ ᲛᲙᲐᲤᲘᲝᲓ ᲓᲘᲡᲢᲐᲜᲪᲘᲠᲔᲑᲘᲗ;

 ᲐᲦᲡᲠᲣᲚᲓᲔᲑᲐ ᲠᲣᲡᲔᲗᲘᲡ ᲦᲘᲐ ᲛᲮᲐᲠᲓᲐᲭᲔᲠᲘᲗ ᲓᲐ ᲛᲙᲐᲤᲘᲝᲓ ᲓᲐᲐᲮᲚᲝᲔᲑᲘᲗ;

 ᲗᲣ ᲓᲐ ᲠᲝᲪᲐ ᲡᲐᲭᲘᲠᲝᲓ ᲩᲐᲗᲕᲚᲘᲐᲜ, ᲐᲦᲡᲠᲣᲚᲓᲔᲑᲐ ᲐᲒᲔᲜᲢᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ ᲕᲘᲗᲝᲛ ᲐᲛᲔᲠᲘᲙᲣᲚᲘ ᲙᲐᲜᲝᲜᲘᲡ ᲛᲘᲦᲔᲑᲘᲗ.

ᲔᲡ ᲧᲕᲔᲚᲐᲤᲔᲠᲘ ᲘᲥᲜᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲐᲛ ᲧᲕᲔᲚᲐᲤᲔᲠᲡ ᲣᲜᲓᲐ ᲒᲐᲕᲣᲫᲚᲝᲗ. ᲒᲐᲕᲣᲫᲚᲝᲗ ᲓᲐ ᲒᲐᲕᲘᲛᲐᲠᲯᲕᲝᲗ ᲐᲠᲐ “ᲝᲪᲜᲔᲑᲐᲡᲗᲐᲜ” ᲤᲡᲔᲕᲓᲝᲛᲝᲚᲐᲞᲐᲠᲐᲙᲔᲑᲘᲡ ᲒᲖᲘᲗ; ᲐᲠᲐ ᲝᲠᲘ “ᲝᲪᲜᲔᲑᲘᲡ” ᲙᲝᲜᲪᲔᲤᲪᲘᲘᲗ, ᲠᲝᲛᲔᲚᲗᲐᲒᲐᲜ ᲔᲠᲗᲘ ᲠᲣᲡᲔᲗᲨᲘ ᲛᲘᲒᲕᲐᲗᲠᲔᲕᲡ ᲓᲐ ᲛᲔᲝᲠᲔ ᲚᲘᲑᲔᲠᲐᲚᲣᲠ ᲓᲔᲛᲝᲙᲠᲐᲢᲘᲐᲡᲐ ᲓᲐ ᲓᲐᲡᲐᲕᲚᲣᲠ ᲘᲜᲢᲔᲒᲠᲐᲪᲘᲐᲖᲔ “ᲛᲝᲒᲕᲔᲚᲐᲞᲐᲠᲐᲙᲔᲑᲐ”, ᲐᲠᲐᲛᲔᲓ ᲐᲠᲐᲗᲐᲜᲐᲛᲨᲠᲝᲛᲚᲝᲑᲘᲗ, ᲓᲐᲣᲛᲝᲠᲩᲘᲚᲔᲑᲚᲝᲑᲘᲗ ᲓᲐ ᲞᲠᲝᲢᲔᲡᲢᲘᲗ!

ᲒᲐᲕᲘᲛᲐᲠᲯᲕᲔᲑᲗ ᲐᲠᲐ ᲤᲝᲙᲣᲡᲘᲡ ᲒᲐᲓᲦᲐᲑᲜᲘᲗ, ᲐᲠᲐ ᲡᲐᲖᲝᲒᲐᲓᲝᲔᲑᲘᲡ ᲓᲐᲑᲜᲔᲕᲘᲗ ᲓᲐ ᲘᲛᲔᲓᲒᲐᲪᲠᲣᲔᲑᲘᲗ, ᲐᲠᲐᲛᲔᲓ ᲛᲝᲠᲐᲚᲣᲠᲘ ᲣᲞᲘᲠᲐᲢᲔᲡᲝᲑᲘᲗ, ᲧᲕᲔᲚᲐᲡ ᲒᲐᲛᲐᲔᲠᲗᲘᲐᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲖᲐᲕᲜᲘᲚᲔᲑᲘᲗ ᲓᲐ ᲜᲓᲝᲑᲘᲡ ᲐᲦᲛᲫᲕᲠᲔᲚᲘ ᲞᲠᲝᲪᲔᲡᲔᲑᲘᲗ ᲓᲐ ᲐᲥᲢᲝᲠᲔᲑᲘᲗ!

ᲒᲐᲕᲘᲛᲐᲠᲯᲕᲔᲑᲗ ᲐᲠᲐ ᲞᲝᲞᲣᲚᲘᲡᲢᲣᲠᲘ ᲡᲘᲧᲐᲚᲑᲘᲗ ᲓᲐ ᲪᲠᲣ ᲐᲚᲘᲐᲥᲝᲗᲘᲗ, ᲐᲠᲐᲛᲔᲓ ᲘᲓᲔᲐᲚᲘᲡᲢᲣᲠᲘ ᲒᲣᲚᲬᲠᲤᲔᲚᲝᲑᲘᲗᲐ ᲓᲐ ᲗᲐᲕᲓᲐᲣᲖᲝᲒᲐᲕᲝᲑᲘᲗ!

ᲒᲐᲕᲘᲛᲐᲠᲯᲕᲔᲑᲗ ᲐᲠᲐ ᲢᲐᲥᲢᲘᲙᲣᲠᲘ ᲖᲘᲒᲖᲐᲒᲔᲑᲘᲗ, ᲐᲠᲐᲛᲔᲓ ᲡᲢᲠᲐᲢᲔᲒᲘᲣᲚᲘ ᲡᲬᲝᲠᲮᲐᲖᲝᲕᲜᲔᲑᲘᲗ!

ᲐᲠᲐ ᲑᲣᲜᲓᲝᲕᲐᲜᲔᲑᲘᲗ, ᲠᲐᲛᲔᲓ ᲡᲘᲪᲮᲐᲓᲘᲗ!

ᲑᲝᲚᲝᲡ, ᲘᲡᲔᲕ ᲛᲔᲓᲘᲐᲡ ᲛᲘᲕᲣᲑᲠᲣᲜᲓᲔᲑᲘ: ᲛᲔᲒᲝᲑᲠᲔᲑᲝ, ᲛᲗᲐᲕᲐᲠᲘ ᲮᲐᲖᲘ ᲐᲮᲚᲐ ᲗᲥᲕᲔᲜᲖᲔ ᲒᲐᲘᲕᲚᲘᲡ. ᲣᲛᲫᲘᲛᲔᲡ ᲛᲓᲒᲝᲛᲐᲠᲔᲝᲑᲐᲨᲘ ᲛᲧᲝᲤᲔᲑᲡ, ᲪᲐᲚᲙᲔ ᲡᲐᲙᲣᲗᲐᲠᲘ ᲗᲐᲕᲘᲡ ᲒᲐᲓᲐᲠᲩᲔᲜᲐ ᲛᲝᲒᲘᲬᲔᲕᲗ ᲓᲐ ᲪᲐᲚᲙᲔ – ᲡᲐᲔᲠᲗᲝ ᲡᲐᲥᲛᲘᲡ. ᲣᲜᲓᲐ ᲒᲐᲛᲮᲜᲔᲕᲓᲔᲗ ᲓᲐ ᲣᲜᲓᲐ ᲨᲔᲫᲚᲝᲗ, ᲠᲐᲓᲒᲐᲜ ᲐᲠᲐᲕᲘᲗᲐᲠᲘ ᲡᲮᲕᲐ ᲒᲖᲐ ᲐᲠ ᲐᲠᲡᲔᲑᲝᲑᲡ. ᲧᲕᲔᲚᲐ ᲗᲥᲕᲔᲜ ᲒᲘᲧᲣᲠᲔᲑᲗ ᲓᲐ ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲒᲐᲛᲑᲔᲓᲐᲝᲑᲐ ᲓᲐ ᲒᲝᲜᲘᲕᲠᲣᲚᲝᲑᲐ ᲒᲐᲓᲐᲛᲓᲔᲑᲘ ᲘᲥᲜᲔᲑᲐ ᲧᲕᲔᲚᲐᲡᲗᲕᲘᲡ. ᲡᲣᲚ ᲣᲜᲓᲐ ᲒᲐᲮᲡᲝᲕᲓᲔᲗ ᲙᲐᲤᲙᲐ:

“ᲕᲘᲦᲐᲪᲐᲛ ᲡᲣᲚ ᲣᲜᲓᲐ ᲘᲒᲣᲨᲐᲒᲝᲡ.
ᲕᲘᲦᲐᲪ ᲡᲣᲚ ᲣᲜᲓᲐ ᲘᲧᲝᲡ ᲘᲥ”.

ᲛᲗᲐᲕᲐᲠᲘ ᲐᲠᲮᲘ, ᲤᲝᲠᲛᲣᲚᲐ, ᲢᲕ ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘ, ᲙᲐᲕᲙᲐᲡᲘᲐ

ᲐᲑᲐ ᲗᲥᲕᲔᲜ ᲘᲪᲘᲗ! ᲐᲑᲐ ᲩᲕᲔᲜ ᲕᲘᲪᲘᲗ, ᲧᲕᲔᲚᲐᲛ ᲔᲠᲗᲐᲓ!

ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲜᲘᲙᲐ 212-Ე ᲡᲐᲙᲜᲘᲓᲐᲜ,

ამის შესახებ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი ნიკა გვარამია რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გავრცელებულ წერილში წერს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები