0 6 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

11 წლის გოგონასთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე ბრალდებულ პირს პატიმრობა შეეფარდა

 საჩხერეში 11 წლის გოგონასთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე დაკავებულ პირს, ბ.ი.-ის აღკვეთის ღონისძიებად ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. სასამართლო პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დისტანციურად გაიმართა და ცოტა ხნის წინ დასრულდა.

 ადვოკატის ავთანდილ ბუცხრიკიძის ინფორმაციით, ისინი არ ეთანხმებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას და სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. მისი თქმით, დაცვის მხარემ 10 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა, თუმცა სასამართლომ, პროკურატურის არგუმენტების გამო, შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

 დაკავებული ბრალს არ აღიარებს. ადვოკატის განცხადებით, რადგან საქმე არასრულწლოვანს ეხება გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი და დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 7 ივლისს გაიმართება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები