0 6 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამა იქმნება

ჩამოტვირთვა

საქართველოს მთავრობა აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამას ქმნის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
პრემიერმა ყველას, განსაკუთრებით კი აფხაზ ძმებს და დებს მიულოცა აფხაზური ენის დღე.

პრემიერი მიიჩნევს, რომ აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამა ნდობის აღდგენის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი იქნება.
„ეს პროგრამა ითვალისწინებს მრავალმხრივ ღონისძიებებს. რა თქმა უნდა, გამოყოფილი იქნება შესაბამისი ბიუჯეტი და დარწმუნებული ვარ, საზოგადოება აქტიურად ჩაერთვება ამ პროგრამის განხორციელებაში. მჯერა, რომ აფხაზური ენისა და კულტურის მიმართ ჩვენი გულწრფელი და სიღრმისეული დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმ დამწვარი ხიდების აღდგენის პროცესში, რომელიც აუცილებელია ჩვენი ერთიანობისთვის“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები