0 7 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ალტე უნივერსიტეტში, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ფორუმი - „კაპიტალის ბაზრის სამართლის განვითარების გამოწვევები და პერსპექტივები“ გაიმართა

3 ოქტომბერს, ალტე უნივერსიტეტის კამპუსში, სამართლისა და ეკონომიკის ცენტრის ინიციატივითა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით ღონისძიება - კაპიტალის ბაზრის სამართლის განვითარების გამოწვევები და პერსპექტივები: ევროპული დისკურსი და მისი მნიშვნელობა საქართველოს კაპიტალის ბაზრის რეგულირებისათვის - გაიმართა.

 

ღონისძიება მიეძღვნა საქართველოში კაპიტალის ბაზრის სამართლის, როგორც სამართლის დამოუკიდებელი დარგის განვითარების პერსპექტივებს. კაპიტალის ბაზრის ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით, ბოლო პერიოდში არაერთი საკანონმდებლო რეფორმა და მასტიმულირებელი ღონისძიება ხორციელდება, თუმცა მისი, როგორც სამართლის დარგის დოგმატურ-პრაქტიკული და, ამასთანავე, მეთოდოლოგიური საფუძვლები დამუშავებული არ არის.

 

ფორუმის გახსნით ნაწილში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გიორგი ამილახვარი, თსუ-ს რექტორი, ჯაბა სამუშია, ალტე უნივერსიტეტის პრეზიდენტი რამაზ კუკულაძე, საპენსიო სააგენტოს უფროსი, გიორგი მელიქიძე. ფორუმს მოდერატორობას უწევდა პროფ. დოქ. ირაკლი ბურდული.

 

ღონისძიებაში მონაწილე ქართველმა და გერმანელმა მეცნიერებმა და პრაქტიკოსმა იურისტებმა იმსჯელეს კაპიტალის ბაზრის სამართლის ცნებაზე, შინაარსზე, რეგულირების საგანზე, ევროპული კაპიტალის ბაზრების სუპრანაციონალური რეგულირების მოდელის, ბაზრის ფუნქციაუნარიანობასა და პროდუქტების სახეობებზე და ამ კონტექსტში იმ ნაბიჯებზე, რომელიც უნდა გადაიდგას საქართველოში სამართლის ამ ახალი დარგის განვითარებისთვის. ამასთან, ღონისძიების შედეგად, დაიწყო მომზადება სასწავლო კურსისა - „შესავალი კაპიტალის ბაზრის სამართალში“, რომელიც საუნივერსიტეტო სწავლებაში შეიძლება პირველად იქნეს შეთავაზებული.

 

კაპიტალის ბაზრის სამართლის თაობაზე, აღნიშნული ღონისძიება საქართველოში პირველად ჩატარდა, თუმცა ჯერ კიდევ 2019 წელს, ალტე უნივერსიტეტსა და თსუ-ის შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების საფუძველზე, ასევე, ჩატარდა პირველი მსგავსი ღონისძიება, რომელსაც მხოლოდ ქართული კონტექსტი ჰქონდა.

 

ამჟამად, ფორუმი საერთაშორისო სახეს ატარებდა, რომლის ფარგლებში ასევე მოწვეულნი იყვნენ ამ დარგის ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების გამორჩეული პროფესორები: გერმანელი იურისტი - პროფ. დოქ. ქრისტიან ქერნი (ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, საკორპორაციო, საბანკო, კაპიტალის ბაზრის სპეციალისტი და საერთაშორისო ეკონომიკური სამართლის ინსტიტუტის დირექტორი) და პროფ. დოქ. იან ლიდერი (ფრაიბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამოქალაქო, საკორპორაციო და კაპიტალის ბაზრის სამართლის სპეციალისტი). ორივე მათგანს ასევე აშშ-ში დასრულებული აქვს LL.M-ის პროგრამა სწორედ ამ (საკორპორაციო და კაპიტალის ბაზრის სამართლის) მიმართულებით.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები