0 6 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გამყრელიძემ და NCDC-ის თანამშრომლებმა რეგულაციების დარღვევით იქეიფეს – სტუდია მონიტორი

სტუდია მონიტორის ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ და მისმა თანამშრომლებმა 25 სექტემბერს ველისციხეში, ერთ-ერთ რესტორანში რეგულაციების დარღვევით იქეიფეს.

სტუდია მონიტორის ცნობით, წყარომ მათ მიაწოდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ NCDC-ის თანამშრომლები “მარან ველისციხურში” სადილობისას რეგულაციებს არღვევენ. მათივე ინფორმაციით, მოქმედი რეგულაციების მიხედვით, ღია სივრცეში სკამების საზურგეებს შორის მანძილი უნდა იყოს 1 მეტრი, რაც რესტორანში დაცული არ იყო.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში მთ განუცხადეს, რომ იქ მყოფი ადამიანები აცრილები არიან და ღია სივრცეში მოქმედ რეგულაციებს არ არღვევენ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები