0 2 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

Wizz Air ფრენებს კიდევ ოთხი მიმართულებით აღადგენს

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენებს კიდევ 4 მიმართულებით აღადგენს.

აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელის თამარ არჩუაძის ცნობით, ავიაკომპანია ფრენებს აღადგენს რიგის, დორტმუნდის, კატოვიცესა და გდანსკსისმიმართულების.

"ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებას ავიაკომპანიასთან და COVID-რეგულაციების შემცირების ფონზე შესაძლებლობას განვიხილავთ, რეისებისა და მიმართულებების რაოდენობა გაიზარდოს. მინდა გაგახაროთ და გითხრათ, რომ ავიაკომპანია Wizz Air-ი, რომელიც ოპერირებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, მაისში ამატებს რეისებს რიგისა და დორტმუნდის მიმართულებით. ასევე დაემატება კატოვიცესა და გდანსკის მიმართულებები.

ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, COVID-რეგულაციების შემსუბუქებასთან ერთად იგეგმება რეისების დამატება. სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ საქართველოს ავიაბაზრით დაინტერესებულნი არიან სხვა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებიც, მაგალითად, 30 აპრილიდან საქართველოს მიმართულებით ოპერირება დაიწყო უკრაინულმა ავიაკომპანია Bees Airline-მ, რომელიც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ახორციელებს ფრენებს, ხოლო ზაფხულში, ივლისიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს Eurowings-ი დაიწყებს". – აცხადებს თამარ არჩუაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები