0 6 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სომხეთში მასობრივი აქციები გრძელდება – ასეულობით მონაწილემ ერევანი-იჯევანი-თბილისის სახელმწიფოთაშორისო გზა გადაკეტა

ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე მასობრივი საპროტესტო აქცია დაიწყო, რომელსაც ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ პაშინიანი ხელმძღვანელობს.

11 დღიანი აქციები სომხეთის პრემიერ-მინისტრ სერჟ სარგსიანის გადადგომით დასრულდა, თუმცა როგორც პაშინიანი აცხადებს მმართველმა პარტიას სარგსიანის გადადგომის ფასად ხელისუფლებაში დარჩენა გადაწყვიტა, სწორედ ამიტომ საპროტესტო აქციები გრძელდება ხელისუფლების სრული ცვლილების მოთხოვნით.

“ჩვენ მოვითხოვთ რესპუბლიკური პარტიისგან, რომ სრულად უარი თქვას ხელისუფლებაზე. ხელისუფლება მხოლოდ და მხოლოდ ხალხს ეკუთვნის, და ყველა რესპუბლიკელმა უნდა აღიაროს ხალხის გამარჯვება. რესპუბლიკურო პარტიავ, წადი!“- განაცხადა პაშინიანმა სომხეთის დედაქალაქში გამართული საპროტესტო მსვლელობისას.

ამავდროულად საპროტესტო აქციები გრძელდება სომხეთის სხვადასხვა ქალაქში, აქციის ასეულობით მონაწილემ ერევანი-იჯევანი-თბილისის სახელმწიფოთაშორისო გზა გადაკეტა.

ექსპრემიერი, სომხეთის რესპუბლიკური პარტიის წევრი, „გაზპრომის“ ყოფილი მენეჯერი, კარენ კარაპეტიანი, რომელიც სარგსიანის გადადგომის შემდეგ პრემიერ-მინისტრის მოვალეობას ასრულებს, პრემიერის პოსტზე ხალხის რჩეულის არჩევასთან დაკავშირებით ოპოზიციის ლიდერის ნიკოლ პაშინიანის მოთხოვნის შესრულების წინააღმდეგია.

„რას ნიშნავს ხალხის კანდიდატი? ამიხსენით, მე არ ვიცი ქვეყანა, სადაც ხალხის კანდიდატს ასე ირჩევენ, მოედნებზე. ამისთვის არსებობს არჩევნები. ზოგ მოქალაქეს პაშინიანი უნდა, ზოგს სხვა. ვთავაზობთ, რომ ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები, თუ ისინი გაიმარჩებენ, მაშინ დიახ. ჩვენ არ შეგვიძლია ვიმოქმედოთ სუბიექტურად.“- განაცხადა კარაპეტიანმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები