0 6 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,მორალური ტერორი ხდება, უნდათ სასამართლო სისტემის ხელში ჩაგდება"- დასანქცირებული მოსამართლე მურუსიძე ამერიკის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დასანქცირებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე, ლევან მურუსიძე  ამტკიცებს, რომ ამერიკის საელჩოს სასამართლო სისტემის გაკონტროლება სურს. 

"კორუფციის ბრალდება თითიდან გამოწოვილი ბრალდებაა. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული საკითხი არ გადაიხედება, ვინაიდან, საქმე კორუფციაში არაა და ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. კორუფცია არის უბრალო შირმა, აპრობირებული მეთოდია, რომლითაც ხდება გარკვეული მიზნის მიღწევა. მოგახსენებთ, რა არის რეალური მიზეზი, რის გამოც მოსამართლეებზე კორუფციის დაბრალება მოხდა, რომელიც თითიდან გამოწოვილია. შესაბამისად, ვერ წარმოადგენენ ვერანაირ მტკიცებულებებს ამასთან დაკავშირებით.

ეს არის სასამართლოს ხელისუფლების ხელში ჩაგდება. რომელიც დასაწყისში მცდელობები იყო NGO-ებიდან, შემდეგ იყო პოლიტიკური პარტიები. საელჩოს ჰქონდა ყოველთვის მცდელობა რომ გაეკონტროლებინა სასამართლო სისტემა"- თქვა მურუსიძემ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები