0 6 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ვიცი, ჩანაწერის გავრცელება მერაბიშვილის დაგეგმილია, ფიქრობდა, ჯოკერი ჰქონდა – მელია

ზუსტად ვიცი, რომ ეს არის ვანო მერაბიშვილის დაგეგმილი” – ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ იმედის მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე თქვა.

“ადამიანები, რომლებიც მე მიპირისპირდებიან, ამ ჩანაწერებს საკუთარი ტელეფონებით დაატარებდნენ, რეგიონშიც, თბილისშიც. ეს ხომ ყველა აქტიურმა წევრმა იცის.[…]მან ჩათვალა, რომ ამ აუდიოჩანაწერების გავრცელებას შეეძლო გავლენის მოხდენა არჩევნების შედეგებზე. ალბათ ამ ბატონს ჰქონდა იმედი, ეგულებოდა ეს ჩანაწერი და იფიქრა, რა კანდიდატითაც არ უნდა დავუპირისპირდე მელიას, თუნდაც მართალი იყოს, თუნდაც მტყუანი, მე იქ ჯოკერი მაქვს, არჩევნებამდე რამდენიმე ხნით გაავვრცელებინებ ვიღაცას… ეს ჩანაწერი ეიმედებოდა, მაგრამ პირიქით მოხდა, ფეხში პოლიტიკური გასროლა განახორციელეს და ძალიან დიდი სხვაობით წააგებენ ამ არჩევნებს” – თქვა მელიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები