2 0 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

აშშ-ის საელჩოდან არავინ ცდილობს მოსამართლეებზე ზეწოლის მოხდენას, ასე არ ვმუშაობთ – დეგნანი

“ᲐᲛᲔᲠᲘᲙᲘᲡ ᲡᲐᲔᲚᲩᲝᲡ ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲔᲑᲘ ᲐᲠ ᲐᲠᲘᲡ ᲨᲔᲥᲛᲜᲘᲚᲘ ᲘᲛᲘᲡᲗᲕᲘᲡ, ᲠᲝᲛ ᲛᲝᲐᲮᲓᲘᲜᲝᲡ ᲕᲘᲜᲛᲔᲡ ᲓᲐᲡᲐᲜᲥᲪᲘᲠᲔᲑᲐ. ᲩᲕᲔᲜᲘ ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲔᲑᲘ ᲐᲠᲘᲡ ᲦᲘᲐ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲭᲕᲘᲠᲕᲐᲚᲔ ᲛᲝᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲔᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ, ᲘᲣᲠᲘᲡᲢᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲓᲐ ᲘᲛᲐᲗᲗᲕᲘᲡ ᲕᲘᲡᲐᲪ ᲐᲥᲕᲗ ᲡᲣᲠᲕᲘᲚᲘ ᲘᲗᲐᲜᲐᲛᲨᲠᲝᲛᲚᲝᲜ ᲗᲐᲕᲘᲐᲜ ᲙᲝᲚᲔᲒᲔᲑᲗᲐᲜ ᲐᲛᲔᲠᲘᲙᲘᲡ ᲨᲔᲔᲠᲗᲔᲑᲣᲚ ᲨᲢᲐᲢᲔᲑᲨᲘ. ᲐᲨᲨ-ᲘᲡ ᲡᲐᲥᲛᲘᲐᲜᲝᲑᲐ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ ᲡᲐᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲝ ᲡᲘᲡᲢᲔᲛᲐᲡᲗᲐᲜ ᲓᲐᲙᲐᲕᲨᲘᲠᲔᲑᲘᲗ ᲒᲣᲚᲘᲡᲮᲛᲝᲑᲡ ᲡᲐᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲝ ᲡᲘᲡᲢᲔᲛᲘᲡ ᲓᲐᲮᲛᲐᲠᲔᲑᲐᲡ ᲘᲛᲘᲡᲐᲗᲕᲘᲡ, ᲠᲝᲛ ᲘᲧᲝᲡ ᲓᲐᲛᲝᲣᲙᲘᲓᲔᲑᲔᲚᲘ, ᲒᲐᲛᲭᲕᲘᲠᲕᲐᲚᲔ, ᲓᲐ ᲠᲝᲛᲚᲘᲡ ᲒᲐᲓᲐᲬᲧᲕᲔᲢᲘᲚᲔᲑᲐᲪ ᲘᲥᲜᲔᲑᲐ ᲓᲐᲤᲣᲫᲜᲔᲑᲣᲚᲘ ᲙᲐᲜᲝᲜᲡᲐ ᲓᲐ ᲛᲢᲙᲘᲪᲔᲑᲣᲚᲔᲑᲔᲑᲖᲔ. ᲫᲐᲚᲘᲐᲜ ᲡᲐᲛᲬᲣᲮᲐᲠᲝᲐ, ᲗᲣ ᲕᲘᲜᲛᲔ ᲪᲓᲘᲚᲝᲑᲡ ᲛᲝᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲔᲔᲑᲖᲔ ᲖᲔᲒᲐᲕᲚᲔᲜᲘᲡ ᲛᲝᲮᲓᲔᲜᲐᲡ, ᲗᲣᲛᲪᲐ ᲒᲐᲠᲬᲛᲣᲜᲔᲑᲗ, ᲠᲝᲛ ᲔᲡ ᲡᲐᲔᲚᲩᲝᲡ ᲬᲐᲠᲛᲝᲛᲐᲓᲒᲔᲜᲔᲚᲘ ᲐᲠ ᲐᲠᲘᲡ… ᲐᲨᲨ-ᲘᲡ ᲡᲐᲔᲚᲩᲝᲓᲐᲜ ᲐᲠᲐᲕᲘᲜ ᲪᲓᲘᲚᲝᲑᲡ ᲛᲝᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲔᲔᲑᲖᲔ ᲐᲜ ᲛᲐᲗ ᲒᲐᲓᲐᲬᲧᲕᲔᲢᲘᲚᲔᲑᲔᲑᲖᲔ ᲖᲔᲬᲝᲚᲘᲡ ᲛᲝᲮᲓᲔᲜᲐᲡ. ᲩᲕᲔᲜ ᲐᲡᲔ ᲐᲠ ᲕᲛᲣᲨᲐᲝᲑᲗ.”

განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები