0 5 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ყასემ სოლეიმანის შვილი დონალდ ტრამპის მისამართით მუქარის შემცველ განცხადებას აკეთებს

ირანის დედაქალაქში სამგლოვიარო აქციას ასობით ათასი ადამიანი მართავს, შავებში ჩაცმული ქალბატონები ხელისუფლებას შურისძიებისკენ მოუწოდებენ, განცხადება ყასემ სოლეიმანის შვილმაც გააკეთა, განცხადების მთავარი ადრესატი კი დონალდ ტრამპია.
ყასემის ქალიშვილი საჯაროდ ემუქრება დონალდ ტრამპს და ამბობს, რომ მამამისის მოკვლით არაფერი არ მთავრდება. „შეშლილო ტრამპ, არ იფიქრო, რომ ყველაფერი დასრულდა მამაჩემის მოკვლით. შუა აღმოსავლეთში ამერიკელი ჯარისკაცები თავიანთ დღეებს საკუთარი შვილების სიკვდილის მოლოდინში გაატარებენ“,-განუცხადა ზეინაბმა შეკრებილებს.
სამგლოვიარო პროცესიას თეირანში უმაღლესი ლიდერი, ქვეყნის პრეზიდენტი და უმაღლესი ოფიციალური პირები ესწრებიან. ასევე იქ იმყოფება „ჰამასის“ ლიდერი, ისმაილ ჰანიაც.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები