1 9 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ტომ კრუზის წარუმატებელმა პლასტიკურმა ოპერაციამ მსოფლიო აალაპარაკა

    ტომ კრუზის გამოჩენამ  ლონდონში BAFTA -ის ცერემონიაზე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია, ამის  მიზეზი  მსახიობის გარეგნობის აშკარა ცვლილება გახდა.  53 წლის ტომმა კანის არაბუნებრივი  სიგლუვითა და  სახის ფორმის უცნაური კონტურებით ცერემონიაზე დამსწრე სტუმრებიც გააოცა.

 მსახიობის გარეგნობა შეუმჩნეველი არ დარჩა არც ინტერნეტ მომხმარებელბს . 

„კრუზმა მსოფლიოში არსებული ბოტოქსის რეზერვი ამოწურა“ 

„ ტომი ისე გამოიყურება, თითქოს მილიონობით ფუტკარს მოპარა თაფლი და სახეზე წაისვა“- ასეთი კომენტარები დაიმსახურა მსახიობმა

   ტომ კრუზის გარეგნული ცვლილება არ გამორჩენია არც  BAFTA- ის ცერემონიის წამყვანს:

 “ შეხედეთ  ვინ აღმოვაჩინე კულისებში? სიმართლე გითხრათ ,  რომ დავინახე ვიფიქრე,  გასული წლის თებერვლიდან მას შენობა არც კი დაუტოვებია“- ასე იხუმრა სტივენ ფრაიმ

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები