1 9 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დღეიდან პირბადეების გამოყენება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში იქნება სავალდებულო

დღეიდან პირბადეების გამოყენება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში იქნება სავალდებულო. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში სტაბილური ეპიდვითარებაა, რაც რეგულაციების შემსუბუქების საშუალებას იძლევა. 

„ასე რომ, დღეიდან, 2 მაისიდან სხვა დანარჩენი რეგულაცია მოიხსნება. მოგეხსენებათ, გვაქვს ძალიან სტაბილური სურათი, კოვიდის სიტუაცია შეიძლება ითქვას რომ დასტაბილურდა. მაგალითად, დღეს მხოლოდ 51 შემთხვევა გვქონდა და ძალიან მშვიდი ვითარებაა ამ მიმართულებით. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ კიდევ უფრო შევამსუბუქოთ რეგულაციები. როგორც მოგახსენეთ, დღეიდან უკვე მოიხსნება პირბადის სავალდებულო ტარება, მათ შორის სკოლებშიც, იმიტომ რომ ბავშვები განსაკუთრებით წუხან. რა თქმა უნდა, დავაკვირდებით დინამიკას და შესაბამისად ვიმოქმედებთ“, - განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები