0 5 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აშშ-ში ქარიშხალ „ჰარვის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა

ჩამოტვირთვა


ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროზე ქარიშხალ „ჰარვის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The New York Times-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

სტიქიამ ყველაზე მეტად ტეხასის სანაპირო დააზარალა. აშშ-ის სიდიდით მეოთხე ქალაქ ჰიუსტონში 760 მილიმეტრი ნალექი მოვიდა. ჰიუსტონში პარალიზებულია ტრანსპორტის მოძრაობა, დახურულია საავადმყოფოები. ქალაქის 8 000 მცხოვრები დროებით თავშესაფარშია გადაყვანილი. 100 000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. 

ამჟამად „ჰარვი“ ტროპიკულ შტორმამდე შესუსტდა, თუმცა კვლავ საფრთხეს უქმნის რეგიონს. ლუიზიანაში უკვე გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. 

საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ინფორმაციით, 450 000 ადამიანი ხელისუფლების დახმარებას საჭიროებს, 30 000 ადამიანი კი თავშესაფარშია გადასაყვანი. 

დღეს ტეხასში, სტიქიის ზონაში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი ჩავლენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები