0 7 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ერთ ჩვილს Delta შტამი აქვს, მეორეს – ბრიტანული – კლინიკის დირექტორი

ციციშვილის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე მყოფი სამი კოვიდინფიცირებული ჩვილის კვლევის ნიმუშებს სწავლობენ. პირველადი მონაცემებით, სპეციფიკური PCR ტესტით ერთ მათგანს კორონავირუსის ინდური, ხოლო მეორეს – დელტა შტამი აქვს. მესამე ბავშვის პასუხი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. 

სამივე ინფიცირებული ორ თვემდე ჩვილია და მათი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის დირექტორი, დავით რეხვიაშვილი “რუსთავი2”-თან, ამბობს:

“აქამდე მსგავსი შემთხვევა, როდესაც აპარატზე გადაყვანა მოგვიწია, ხელოვნურ სუნთქვაზე მყოფი ახალშობილი და მცირე ასაკის ბავშვების, არ გვქონია. ერთერთი ჩვილი აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი, სწორედ ამიტომ გაუჩნდათ ეჭვი ინდურ შტამზე.

შესაბამისად, ჩაერთო ამ სიტუაციაში საზოგადოებრივი ჯანდაცვა, გავგზავნეთ ნიმუში. სპეციფიკური PCR კვლევით დელტა შტამი დადასტურებულია, თუმცა სეკვენირება გაკეთებული არ არის.   

კორონავირუსი დადასტურებულია ერთმნიშვნელოვნად, უბრალოდ, რომელი შტამია, ამის გასარკვევად გვაქვს გაგზავნილი კვლევაზე ნიმუში. პირველადი პასუხი სპეციფიკური PCR ტესტირებით დადგინდა, რომ ერთ პაციენტთან, აფხაზეთიდან გადმოყვანილ ჩვილთან არის დელტა ვირუსი, ხოლო მეორე პაციენტთან – ბრიტანული შტამია, მაგრამ საბოლოო პასუხი ეს არის სეკვენირებით და ამას სჭირდება დრო, მაღალი ალბათობით პასუხი არ შეიცვლება, რადგან სპეფიციკური PCR ტესტი მაღალი სანდოობით გამოირჩევა.

რესპირაციული დისტრესი იყო გამოხატული, სუნთქვა იყო გაძნელებული და შესაბამისად, სატურაცია, სისხლის ჟანგბადით მომარაგება იყო დარღვეული. მთავარი განმაპირობებელი არის ეს, რის გამოც არიან ეს პაციენტები ხელოვნური სუნთქვის აპარატზე”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები