0 6 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

საკრებულოს დეპუტატმა "ქართული ოცნებიდან", ორი ადამიანი დანით დაჭრა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში ორი ადამიანი დაჭრეს. სოფელ გამარჯვების დეპუტატმა საკრებულოში "ქართული ოცნებიდან", გიორგი ჭინჭარაულმა თანასოფლელებს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. 

ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელში დღეობის აღნიშვნის შემდეგ მხარეები არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და ერთმანეთს ყოფით ნიადაგზე დაუპირისპირდნენ. მოგვიანებით, ჭინჭარაულს სცემეს, რის შემდეგაც მან სახლიდან დანა გამოიტანა და ძმებს სასტიკად გაუსწორდა.

დაზარალებულებს ჭრილობები მუცლისა და გულ-მკერდის არეში აქვთ მიყენებული. ისინი თავდაპირველად დედოფლისწყაროს საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, მათი თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო.

საკრებულოს დეპუტატი დაკავებულია. მომხდარ ფაქტზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მთავარი არხის ინფორმაციით, გიორგი ჭინჭარაული თამაზაშვილებთან დაახლოებული პირია. იგი ლექსო თამაზაშვილის მეგობარია. წარსულში ჭინჭარაულს ოჯახის წევრის ცემასა და ხულიგნობას ედავებოდნენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები