0 6 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

“შაქარა ჩარბოდა ჩასახვევში და კიდევ ერთი ტიპი…” – რას ყვება “ოქროს მოწმე”

19 წლის გიორგი შაქარაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. მომხდართან დაკავშირებით პირველ კომენტარს “ოქროს მოწმე” აკეთებს.

საქმესთან დაკავშირებით გუგა ამირხანაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში ისაუბრა. ამირხანაშვილის თქმით, ის შაქარაშვილთან ერთან აგარაკზე, წვეულებაზე იმყოფებოდა, რომლის დროსაც დაპირისპირება მოხდა. თუმცა ის და გარდაცვლილი ჩხუბის უშუალო მონაწილე არ ყოფილან. ჩხუბის თავიდან ასარიდებლად ისინი აგარაკიდან წამოვიდნენ, გზაში კი მანქანა წამოეწიათ. ფიზიკური ანგარიშსწორების თავიდან ასაცილებლად, ისინი გაიქცნენ, შაქარაშვილს კი სხვა მხარეს მოუწია გაქცევა.

“ტრასაზე გადავედით, ველოდებოდით ტაქსს და მაგ დროს მოაყენეს მანქანა და გავიქეცით. მერე ეს მანქანა წავიდა. მერე მივტრიალდით ამ ბიჭის დასახმარებლად. მერე რომ გავიქეცით, შაქარა ისე სწრაფად გარბოდა, რომ ვერ დავეწიე და სხვა გზით მომიწია წასვლა. უკვე კუდზე მყავდნენ და გადავვარდი ხევში. შაქარა ჩარბოდა ჩასახვევში და კიდევ ერთი ტიპი. მანდ ვნახე, რომ ჩარბოდა. მაგის მერე არ მინახავს”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები