0 5 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

გიორგი კაპანაძე: "10 ცინიკური ფაქტი გიორგი რურუას სასამართლოდან"

"10 ცინიკური ფაქტი გიორგი რურუას სასამართლოდან" - აღნიშნულის შესახებ „ინტერნეტ მედია ჯგუფის“ დირექტორი, გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"10 ცინიკური ფაქტი Giorgi Rurua-ს სასამართლოდან

1. პროკურორმა არ იცოდა კონკრეტულად სად ჩაატარეს გიორგი რურუას ჩხრეკა პოლიციელებმა (ქუჩაში, მანქანაში..).

2. პროკურორმა არ იცოდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა რა მიზნით გააჩერა გიორგი რურუას მანქანა.

3. პროკურორმა არ იცოდა რატომ არ მუშაობდა პატრულის ვიდეოთვალი გიორგი რურუას დაკავების დროს.

4. პროკურორმა არ იცოდა რატომ გააჩერეს გიორგი რურუას მანქანა მაინც და მაინც იმ ადგილას, სადაც არც ერთი გარე კამერა არ არის დამონტაჟებული.

5. პროკურორმა არ იცოდა რომ გიორგი რურუა მთავარი არხის ერთერთი დამფუძნებელია.

6. პროკურორმა არ იცოდა სად აუღეს იძულებით დნმ-ის ნიმუში დაკავებულს.

7. პროკურორმა არ იცოდა რატომ არის წინასწარი პატიმრობის შეფარდების საფუძველი ის რომ დაკავებული ნამყოფია საზღვარგარეთ.

8. პროკურორმა არ იცოდა რატომ არ მისცეს გიორგი რურუას ადვოკატთან დაკავშირების უფლება.

9. პროკურორმა არ იცოდა რატომ არ გაჩხრიკეს რურუა მოწმეების თვალწინ.

10. პროკურორმა არ იცოდა, გირაოს გამოყენების შემთხვევაში, რატომ მოახდენდა გიორგი რურუა მოწმეებზე ზეწოლას მაშინ, როდესაც ყველა მოწმემ მისი სასარგებლო ჩვენება მისცა და აღნიშნა რომ მას იარაღი არ ჰქონია.

P.S: პროკურორმა ვასილ სამხარაძემ იცოდა მხოლოდ ის, რაც უბრძანეს და დაავალეს - უტიფრად და ცინიკურად მოეთხოვა გიორგი რურუასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება და ამისათვის ჩადებული იარაღის ისტორია გამოეყენებინა.
შესაბამისად, რეჟიმის მორიგმა მონამ შეასრულა რეჟიმის მორიგი დავალება და მთავარი კრიტიკული მედიის დამფუძნებელი და რუსთაველის აქციის მხარდამჭერი ციხეში გამოკეტა."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები