0 6 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გიორგი კაპანაძე: "ასეთი იყო იმ 600 ათასი ამომრჩევლის მოსყიდვის სქემა სესხების განულებით, რომელთა ხმებითაც ზურაბიშვილი დადეს პრეზიდენტად"

"სინამდვილეში, ე.წ უიმედო სესხების განულების სქემა იყო ასეთი..."- ამის შესახებ ინტერნეტ მედია ჯგუფის დამფუძნებელი, გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში  გამოქვეყნებულ პოსტში დეტალურად საუბრობს:

"ფინანსთა მინისტრ მაჭავარიანის პასუხს ვუსმინე მთავარზე, სესხების განულებასთან დაკავშირებით - სამარცხვინოდ იტყუება.

ან ადრე ვინ ეკითხებოდა და ან ახლა ვინ ეკითხება მაგას, რას გააკეთებს...
სინამდვილეში, ე.წ უიმედო სესხების განულების სქემა იყო ასეთი:

ფონდი ქართუ დირექტივას აძლევდა ფინანსთა სამინისტროს. შემდეგ ფინანსთა სამინისტრო სთავაზობდა კომერციულ ბანკებს და მიკროსაფინანსოებს წინადადებას - მოგვეცი „ამოუღებელი“ სესხები იაფად.

ვინც თანახმა არ იყო, საქმეში ერთვებოდა რეპრესიეული მანქანა - პოლიცია, საგადასახადო, სუსი.

ეს აშინებდა ბანკებს და მიკროსაფინანსოებს და ამიტომ თანხმდებოდნენ...
მთელი სამთავრობო მანქანის კოორდინაციას ახდენდა ფონდი ქართუ, რომელიც ფინანსთა მინისტრს კარნახობდა რა უნდა გაეკეთებინა, უსახავდა მას გეგმას თუ როგორ უნდა მოქცეულიყო.

ანუ ფონდი ქართუ, ცხადია ივანიშვილის თანხმობით, იქცეოდა ისე, როგორც პრემიერ მინისტრი და მთავრობის მეთაური.

ასე აახიეს თიბისის, საქართველოს ბანკს, სხვებს... ასეულობით მილიონის პორტფელი გროშებად.

მაქსიმუმ 60 მლნ ლარი დახარჯა ივანიშვილმა მაშინ ხალხის ბითუმად მოსყიდვაში და დანახარჯი ათმაგად ამოიღო უკვე, იმავე ხალხის ჯიბიდან, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.

აი, ასეთი იყო იმ 600 ათასი ამომრჩევლის მოსყიდვის სქემა, რომელთა ხმებითაც ზურაბიშვილი დადეს პრეზიდენტად. საკუთარი ტყავის გადარჩენის მიზნით ახლა რომ კატოკით გადაუარეს, ის..."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები