0 7 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

10 მიზეზი თუ რატომ უნდა გიყვარდეთ მშვილდოსანი


1. მშვილდოსნები  არიან ყველაზე უფრო დიდი მოგზაურები სხვა ზოდიაქოს ნიშნებთან შედარებით - მასთან ერთად ცხოვრება კი, მის გვერდით ბევრ საინტერესო მოგზაურობაში წასვლას ნიშნავს. მშვილდოსანი მართავს მე-9 სახლს, რომელიც მოგზაურობებსა და ქმნილებათა აბსტრაქტულ ფუნქციებს განაგებს.

 

2. მშვილდოსნების უმეტესობა ინტელექტით გამოირჩევა - ის საინტერესოდ მოსაუბრეა და ყველა საკითხის გარშემო აქვს გარკვეული ცოდნა. ის ისეთი ადამიანია, რომელთაგანაც გულწრფელად შეგიძლია ისაუბრო, თანაც არა მარტო ყოფით საკითხებზე, უფრო მაღალ საგნებზეც: ფილოსოფიაზე, რელიგიაზე, მეცნიერებაზე, პოლიტიკაზე.

 

3. ამ ნიშნის ხალხი ნამდვილი მეგობრები არიან - ისინი  ერთგულებით და  სანდოობით გამოირჩევიან. მშვილდოსანი მეგობრულად ექცევა ხალხს. იგი ძალიან კეთილიშობილია, ასევე, ძალიან რომანტიკულია. მშვილდოსნები შესანიშნავი მშობლები არიან და კარგად ინახავენ ოჯახს (მატერიალურად).

 

4. მშვილდოსნები არიან  ცნობისმოყვარეები - ის გამოირჩევა ჭკუით, მახვილგონიერებითა და ცნობისმოყვარეობით.  მათი წარმატება კი ხშირად მათ ინტუიციურ წინათგრძნობაზე არის დამყარებული. როგორც მათი სიმბოლო – მოისარი კენტავრი.

 

 5. სექსუალურ ურთიერთობებში მისი ფანტაზია პრაქტიკულად უსაზღვროა - მშვილდოსნებს შეუძლიათ დატკბნენ ცხოვრებით და ინტიმური ურთიერთობიდანაც მაქსიმალური სიამოვნების მიღების სურვილი აქვთ. მას შეუძლია ნებისმიერი შესაძლო სექსუალური ურთიერთობიდან მაქსიმალური სიამოვნება მიიღოს და არავითარ შემთხვევაში არ იტყვის ამ განცდებზე უარს.

 

6.  მათ საოცარი სიყვარული შეუძლიათ - თუ მშვილდოსნის გულს დაიპყრობთ, ის ყველაზე სანდო და საიმედო ადამიანი გახდება თქვენთვის და არასოდეს გიღალატებთ.

  

7. მშვილდოსანი რეალისტია - მყარად დგას მიწაზე, ყოველთვის ინარჩუნებს ოპტიმიზმს, მშვილდოსანში პესიმიზმი უბრალოდ არ არსებობს. არ არსებობს არც ერთი წამი, როცა მას უიმედობა შეიპყრობს.

 

 8.  მშვილდოსანს უყვარს ურთიერთობები და  კომუნიკაცია - მის გარშემო ყოველთვის ბევრი და საინტერესო ადამიანია.

 

 9. ის არ ჩხუბობს  - საკუთარ სიმართლეში სხვა მეთოდებით დაგარწმუნებთ.

 

 10.  მშვილდოსანი ერთგულია - ერთ დღეს ყველამ რომ მიგატოვოთ, მშვილდოსანი იქნება ის ვინც წყენის მიუხედავად, ხელს არ გაგიშვებთ.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები