0 6 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

გიორგი კაპანაძე : "ახლა ჩვენი გადასაწყვეტია - ვეგუებით თუ უარს ვიტყვით, კვირას ვაჩვენოთ რა შეგვიძლია"

"ინტერნეტ მედია ჯგუფის" დამფუძნებელი, გიორგი კაპანაძე , "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე  პოსტს აქვეყნებს:

"ის, რაც 28-ში მოხდა, არის ძალაუფლების მიტაცება, 

მოსყიდვისა და დაშინების გზით ხელისუფლების მითვისება, 

800 ათასი მოქალაქისათვის არჩევნების თავზე გადახევა,

არალეგიტიმურობისაკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი,

დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის მეხუთე მუხლი, 

დარღვეულია ფარულობის პრინციპი, 

დარღვეულია ყველა ის მუხლი და კანონი, რომელიც თავისუფალ გარემოში არჩევანის გაკეთებას გულისხმობს.

ერთმა ბოროტმა მონტიორმა წაგვართვა ყველაფერი და გვითხრა რომ ხელისუფლების წყარო არის არა ხალხი, არამედ ზებრა და პინგვინი.

ახლა ჩვენი გადასაწყვეტია - ვეგუებით თუ უარს ვიტყვით, 

გავატარებთ თუ დავივიწყებთ, 

გავუწევთ წინააღმდეგობას თუ გვერდით გავიწევით, 

მას ჰგონია რომ გაუვიდა, 

ის ფიქრობს რომ ჩვენს ქვეყანას აჯობა. 

კვირას ვაჩვენოთ რა შეგვიძლია. 

ჩვენ 800 ათასი ვართ, 

მაგარი პოლიციელების, 

გმირი სამხედროების,

პატრიოტი ემიგრანტების, 

საქართველოს გაუტეხელი მოქალაქეების მთელი არმია. " -  ნათქვამია კაპანაძის "ფეისბუქ" პოსტში

კომენტარები

მსგავსი სიახლეები