0 5 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"საქართველოსა და ევროკავშირს ბრწყინვალე ურთიერთობები აქვთ"- ფედერიკა მოგერინი

ჩამოტვირთვა

საქართველოსა და ევროკავშირს ბრწყინვალე ურთიერთობები აქვთ. მინდა, მივესალმო თქვენს წარმატებებს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე განაცხადა. 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქართულმა დელეგაციამ საბჭოს სხდომაზე დეტალურად ისაუბრა ქვეყანაში გასული წლის განმავლობაში გატარებულ რეფორმებზე. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი მიესალმა ამ მიმართულებით არსებულ მიღწევებს.

"ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდა და ეს ეუთო-ს ODIHR-მა დაადასტურა. ჩვენ მოხარული ვართ ვენეციის კომისიის დადებითი შთაბეჭდილებით საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით", - აღნიშნა ფედერიკა მოგერინიმ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები