0 5 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

ვინ იყო ე.წ სტამბოლის ერთ-ერთი მფლობელი, რომელიც საკუთარ კაბინეტში მოკლული იპოვეს?

  რუსთავში  ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ერთ-ერთი მფლობელი, რომელიც საკუთარ კაბინეტში მოკლული იპოვეს, ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო (სამსონ) ქუთათელაძეა.

  დანაშაულის მოტივი უცნობია.გამოძიება სისხლის სამართლის 108 - განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

   სამსონ ქუთათელაძე 1991 წლიდან მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სხვადასხვა თანამდებობებზე. 

 2001 წლამდე მსახურობდა საჩხერის ბატალიონში. 

 2001 წლიდან ეროვნული გვარდიის შემადგენლობაშია.

 2004-2006 წლებში იყო ეროვნული გვარდიის სარდალი. 

 2008 წლიდან არის საქართველოს პარლამენტის წევრი, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. პარლამენტში არჩეული იყო როგორც საჩხერის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან.

  მონაწილეობა აქვს მიღებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში ცხინვალის რეგიონშისა და აფხაზეთის ომში სამშვიდობო ოპერაციებში ერაყში. 

  გავლილი აქვს სამხედრო კურსები და წვრთნები ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში და დიდ ბრიტანეთში.

  სამსონ ქუთათელაძეს მიღებული აქვს ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენი. მედალი საბრძოლო დამსახურებისათვის

  აშშ-ის ჯორჯიის შტატის მედალი განსაკუთრებული ღვაწლისთვის,აშშ არმიის დეპარტამენტის მიერ გაცემული მედალი საბრძოლო მიღწევებისთვის, აშშ-ის არმიის გენერალ-მაიორის საპატიო წოდება

   საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენი (2008), საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდო — წმიდა გიორგის ოქროს ორდენი (2010).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები