0 7 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ძალადობით კონსტიტუციის მიღება არ არის სწორი ნაბიჯი“ - გიორგი მარგველაშვილი დეპუტატებს მიმართავს

ჩამოტვირთვა

„ნუ იძალადებთ პოლიტიკურ პროცესზე თქვენი პულტებით,“ - ამ  განცხადებით საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა უმრავლესობის დეპუტატებს მიმართა.

„თქვენ ხელში გაქვთ პულტები, ქართულმა საზოგადოებამ მოგცათ ხელში ეს პულტები, მაგრამ შეეცადეთ, რომ ეს პულტები არ გამოიყენოთ, იმიტომ რომ ძალადობით კონსტიტუციის მიღება არ არის სწორი ნაბიჯი

ჩვენ მივიღეთ კონსტიტუციის პროექტი, რომელსაც აქვს მარტივად, ნულოვანი კონსენსუსი. ამ დოკუმენტს ხელს აწერს მხოლოდ ერთი პარტია, რაც აპრიორი ნიშნავს იმას, რომ დოკუმენტი არ არის თანხმობის, ერთიანი სულისკვეთების გამომხატველი დოკუმენტი,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები