0 5 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

ქართული ღვინისა და კულინარიის დღე

ჩამოტვირთვა

ბოსტნეულის ფართო არჩევანი, მრავალფეროვანი პროდუქტი და მზარეულების ძალისხმევა, რაც შეილება სწრაფად და, რაც მთავარია, ყველაზე გემრიელად მოამზადონ კერძი... ეს „ჰოლიდეი ინის“ სამზარეულოა, სადაც 6 კონკურსანტი კულინარი ერთმანეთს კერძების დამზადებაში ეპაექრება... უკვე მომზადებული და მორთულ–გალამაზებული კერძები დასაგემოვნებლად 5-კაციან ჟიურისთან ინაცვლებს. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის საქართველოში, მიშელინის 2 ვარსკვლავის მფლობელი, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კულინარული დუეტი, მზარეული კლოდ ბოსი და ცნობილი ღვინის ექსპერტი იზაბელ ლეჟერონი ჩამოვიდნენ. სწორედ კლოდ ბოსია აღნიშნული კონკურსის ჟიურის თავმჯდომარეც. ღონისძიება, სახელწოდებით "ქართული ღვინისა და კულინარიის დღე", ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით მოეწყო. კონკურსში გამარჯვებულისთვის სერიოზული პრიზია დაწესებული. გამარჯვებულს საშუალება მიეცემა, წლის ბოლომდე, მისთვის სასურველ დროს, ლონდონში ორკვირიან სტაჟირებაზე გაემგზავროს და მიშელინის მაღალი ხარისხის პროდუქციას გაეცნოს. პროექტის ფარგლებში, 16 ოქტომბერს, მცხეთაში, ქართული ღვინისა და ღვინოსთან ასოცირებული ქართული პროდუქტის გამოფენაც გაიმართება. ღონისძიება 20 საათზე, სასტუმრო "Holiday Inn"-ში, საქველმოქმედო გალა ვახშმით დასრულდება. სწორედ ღონისძიების დასასრულს გამოვლინდება გამარჯვებულის ვინაობაც.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები